WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

შაურმა საქართველოში ან როგორ ვჭამოთ იაფად

 

ბიუჯეტური ტურისტისთვის ყოველთვის აქტუალურია კითხვა: როგორ ვჭამოთ უფრო იაფად. თუ საქართველოს ესტუმრებით, აუცილებლად დაიწყებთ ძებნას სად მიირთვათ უფრო იაფად.

 

თუ შევადარებთ და ავირჩევთ რესტორნებიდან, ჩვენი აზრით არ აქვს აზრი. ფასტ ფუდის რესტორანში თითქმის იგივე ფასებია რაც ქართულ რესტორანში, ოღონდ ქართულში უფრო გემრიელია. მაგრამ თუ არ გაქვთ დრო მომზადებას რომ დაელოდოთ, ეძებთ სწრაფ საკვებს ან უბრალოდ რამე ქუჩის მოგინდათ, ერთ-ერთი ვარიანტი საშაურმე რესტორანია.

შაურმა საქართველოში

შაურმა (დიუნერი) - არანაირად არაა ქართული საჭმელი, აქ თავიანთი ღვაწლი თურქებმა შეიტანეს, რომლებსაც დიდხანს ეჭირათ აჭარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი საკვები მხოლოდ ბათუმშია, თბილისშიც საკმარისი რაოდენობით საშაურმეებია.

 

შაურმის ალტერნატივა ქართული სწრაფი კვებაა, რომლებშიც შედის (ყველა კუთხეში იყიდება):

  1. ხაჩაპური:
    • იმერული
    • მეგრული
    • აჭარული
    • შამფურზე - სავარაუდოდ მხოლოდ რესტორანში
  2. ლობიანი - პურით გაკეთებული საკვები ოღონდ ლობიოთი, გემოთი გავს კართოფილის ღვეზელს, ოღონდ შესრულებული ქართულ სტილში.
  3. შოთი - ქართული ლავაშის სახეობა, ოღონდ მოგრძო
  4. კუბდარი - უფრო იშვიათია, ბულკი დაკეპილი ხორცით, ძალიან გემრიელია
  5. ხაჭოს ტკბილი ღვეზელი

 

შაურმა იყიდება პირდაპირ დახლიდან, აიღო და წავიდა, ასევე არსებობს მთლიანი რესტორნები. ასევე არსებობს სახაჭაპურე რესტორნები (ბევრი ნაირსახეობაა). საშაურმე რესტორნებში შეგიძლიათ დამატებით შეუკვეთოთ კერძი ხორცით, ბრინჯით და სალათებით. საკვები ასეთ რესტორანში 8-20 ლარი დაჯდება, აბსოლიტურად ანალოგიური სახაჭაპურესთან.

 

კუჭს გაუფრთხილდით, ჯანმრთელი საკვები მიიღეთ და გასინჯეთ ნამდვილი ქართული სამზარეულო, საშაურმე უბრალოდ მოინიშნეთ, ყოველი შემთხვევისთვის.

periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
საგზაო ჯარიმები საქართველოში
ზომა, სახეობა, ონლაინ შემოწმება, როგორც გადავიხადოთ ჯარიმა, სიტყვები: ჯარიმა, საგზაო, პოლიცია, პატრული, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედი,
ვრცლად