მძღოლის მინიმალური ასაკი 21 წელი. მართვის გამოცდილება 2 წელი
გადახდა ხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში). ავტომობილის აყვანისას იხდით გაქირავების სრულ საფასურს.
გადახდა შესაძლებელია
ავტომობლის საფასურში შედის 3 სახის დაზღვევა
ჩვენ გაძლევთ ულიმიტო გარბენს ავტომობილის 5 დღეზე მეტი ვადით ქირავნობის შემთხვევაში
დამატებითი გადასახადი შესაძლებელია როდესაც:
ავტომობილის დროის ათვლა იწყება გადმოცემის დროიდან და ანგარიშდება დღე ღამით ( 24 საათით) გაცემის მომენტიდან. ავტომობლის დაბრუნების დროის გადაცილება რამოდენიმე საათით ანგარიშდება შემდეგი დღის საფასურით, მიუხედავათ იმისა რამდენი ხნით გადააცილებთ დაბრუნების დროს
ავტომობილი გადმოგეცემათ საწვავის გარკვეული რაოდენობით და საჭიროა მისი იგივე რაოდენობით დაბრუნება. დაბრუნების დროს საწვავის ნაკლები რაოდენობისას იხდით იმ რაოდენობის თანხას რა რაოდენობაც აკლია გაცემის რაოდენობას. ავტომობილში ისხმევა პრემიუმის ტიპის საწვავი (95) და დიზელის შემთხვევაში- დიზელით.
სიჩქარის შეზღუდვა დაწესებულია ყველგან, ქალაქში ყველა ქუჩაზე დაწესებულია სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები 40. 60. 80 . კმ/სთ
სიჩქარის შეზღუდვა ასევე არის ტრასებზე 90 კმ/სთ და ავტობანი 100 კმ/სთ
იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაარღვევთ მოძრაობის წესებს, პოლიცია ჩვენ გვაცნობებს მოკლე ტექსტრუი შეტყობინების სახით, აღნიშნულ ჯარიმას წარმოგიდნენთ თქვენ გადასახდელად. იმ შემთხვეაში თუ არ გადაიხდით აღნიშნულ ჯარიმას ის გაორმაგდება და შემგომში კიდევ გაიზრდება. თუ თვქენ საერთოდ არ გადაიხდით ჯარიმას შეგექმნებათ პრობლემები ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლისას იქამდე სანამ არ გადაიხდით ჯარიმას.
პოლიცია ყველგანაა. ყველაფერი კონტროლდება და დაყოფილია კვადრატებათ, მათი რეაგირების დრო შეადგენს 3-5 წუთს, ავტო საგზაო შემთხვევის დროს თუ თქვენ არ გამოიძახებთ პატრულს ის შეიტყობს ამის შესახებ ვიდეო კამერების მეშევეობით და მაინც მოვა 5 წუთის განვავლობაში.
ვიდეო კამერები აფიქსირებენ სიჩქარის გადაჭარბებას არა მარტო კონკრეტულ ადგილას არამედ
2 კამერას შორის დაფიქსირებულ საშუალო სიჩქარეს. თუ სიჩქარე გადაჭარბებულია თქვენ ჯარიმდებით ავტომატურად, ასევე კამერა აფიქსირებს მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას და მძღოლის ტელეფონზე საუბარსაც ამ შემთხვევაში თქვენ ჯარიმდებით ავტომატუად.
თუ თქვენ გაგაჩერათ საპატრულო პოლიციამ არ გადმოხვიდეთ ავტომანქანდან პოლიციელი თვითონ მოვა, არ მოიხსნათ ღვედი იქამდე სანამ არ მოვა პატრულის თანამშრომელი, არ შესთავაზოთ მათ კრთამი, პოლიცია კრთამს არ იღებს, შესაძლოა დაგაკავონ და ბორკილები დაგადონ, პოლიცის ფორმა და ავტომობილი აღჭურვილია ვიდეო კამერებით.
გააფორმეთ შეკვეთა, თუ თქვენ ჩამოყალიბდით ქირავნობის ვადებზე, თუ ქირავნობის დრო ემთხვევა დღესასწაულებს ან მაღალ სეზონს სასრუველია ავტომობილი დაჯავშნოთ აყვანამდე ერთი კვირით ადრე
ჩვენ ყოველთვის ვაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე ჯავშნის ნომერს და დეტალებს, საიტზე მოცემული ყველა ფასი აქტუალურია, თუ თქვენ შეამჩნევთ უზუსტობას გთხოვთ შეგვატყობინოთ.
ჯავშანი შეიძლება იყოს წინასწარი გადახდით და წინასწარი გადახდის გარეშე, პრიორიტეტულია ჯავშანი რომელიც წინასწარ გადახდილია. გაქირავების თანხის 100 % იანი წინასწარი გადახდისას მოქმედებს ფასდაკლება.
წინასწარი ჯავშნის დროს ყოველთვის ხდება გაქირავების თანხის 20 % ის გაგახდა თუ თქვენ გსურთ მიიღოთ მანქანა
ნებისმიერი კერძო ავანსი ჯავშნისათვის ირიცხება გაქირავების თანხდიდან გამომდინარე და ადგილზე იხდდით დარჩენილ თანხას ანუ ქირავნობის თანხას გამოაკლდება თქვენი წინასწარ ჩარიცხული ავანსი
ავტომობილის დაჯავშნა შესაძლებელია
ბრონირება არის თქვენი შეკვეთის 100 % იანი გარანტია. თქვენი განაცხადის მიღების შემდგომ ჩვენ დაგიკავშირდებით და თქვენ მიღებთ თქვენი შეკვეთის დასტურს ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე
თქვენ მოგენიჭებათ ბრონირების უნიკალური ნომერი დადასტურების და თანხის გადახდის შემდგომ
თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ვაუჩერს, რომელიც არის თქვენი ჯავშნის გარანტია.
ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს ავტომობლის დაქირავებისას და შევეცდებით გადმოგცეთ თქვენთვის სასრუველი ავტომობილის. თუმცა კონკრეტული ავტომობილის არ ყოფნის შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოგცეთ მსგავსი ავტომობილი მსგავსი მონაცემებით( გადაცემათა კოლოფი, კონდინციონერი,ზომა და კლასი). ან უფრო მაღალი კატეგორიის ავტომობილი ყოველგვარი თანხის დამატების გარეშე
გადახდა შესაძლებელია შემდეგნაირად
ბრონირების გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ბრონირების გასაუქმებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით ჩემი RACE ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე order@race.com.ge
თქვენი ჯავშანი შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გადაიხადეთ თანხა ჯავშნისას თქვენ შეგიძლიათ გადახდილი თანხა დაიბრუნეთ უკან იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააუქმებთ ჯავშანს გაქირავების დროის დაწყებამდე 72 საათით ადრე
ჩვენ არ დავაბრუნებთ თანხას თუ ჯავშანი იყო განხორციელებული კონკრეტული პირობებით ან აქციით რომელიც იყო წარმოდგენილი საიტზე
თანხის დაბრუნებისას ჩვენ არ ვაბრუნებთ
თუ თქვენ ისარგებლებთ ტარიფით გადახდა ეხლავე, თქვენ უნდა გადაიხადოთ თანხა 2 საათის განვავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თავიდან მოგიწევთ განაცხადის ფორმირება. ან მოგვწერეთ და დავაკონკრეტოტ თანხის გადახდის შესაძლებლობა.
თუ თქვენ გინდათ გადაიხადოთ ავანსი სტანდარული ბრონირებით მაშინ სასურველია შეიტანოთ თანხა ანგარიშზე 7 სამუშაო დღის მანძილზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ თქვენი ქირავნობის პედიოდი იწყება 7 დღეზე ადრე.
ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს 24 საათი კვირაში 7 დღე. ყველა შეკვეთის მომსახურება ხდება სამუშაო და არასამუშაო დროის მიხედვით, ან ისინი გაკეთებულია წინასწად და დადასტურებული
ოფისის სამუშაო დრო სტანდარტულად ორშაბათიდან პარასკევამდე 10 საათიდან 19 საათამდე (თბილისი). ჩვენ მოგემსახურებით დამატებითი გადასახადების გარეშე 8-19 საათამდე ორშაბათი-პარასკევი. მიუხედავათ იმისა რომ ეს ჩვენი სამუშაო დრო არ არის.
თუ თქვენ იყვანთ ავტომობილს აეროპორტში, გთხოვთ მიუთითოთ თქვენი რეისის ნომერი და ჩამოფრენის დროს, ჩვენ აუცილებლად დაგხვდებით, თუ თქვენი თვითმფრინავი დააგვიანებს ჩვენ აუცილებლად დაგელოდებით მაგრამ თუ თქვენ არ ჩამოფრინდებით აღნიშნული რეისით თქვენი შეკვეთა ანულირებული იქნება.
თუ თქვენ იყვანთ ავტომობილს ოფისში, მიუთითეთ აყვანის დრო რა დროსაც თქვენ მოხვალთ ჩვენს ოფისში. თუ თქვენ არ მოხვალთ დათქმულ დროს და არ გვიპასუხებთ ჩვენ წერილებს და არ უპასუხებთ ჩვენს ზარებს თქვენი შეკვეთა ანულირებული იქნება. თუ თქვენ გადახდილი გაქვთ შეკვეთის თანხა და არმოხვალთ დათქმულ დროს ჩვენ შევინახავთ თქვენს შეკვეთას სამი საათის განვავლობაში, თუ არ მოხვალთ შეკვეთა ანულირებული იქნება თანხის დაბრუნების გარეშე. თუ ჩვენ დაგიკავშირდით და თქვენ გადაიტანთ თქვენს შეკვეთას შემდეგ დღეზე ავანსის თანხა არ დაგიბრუნდებათ, და ჩვენ შევძლებთ ახალი განაცხადის მიღებას
ჯავშნის დაანგარიშება ხდება ავტომატურად თქვენი სურვილისამებრ არჩეული თარიღების ავტომობილის აყვანის და დაბრუნების ადგილის და დროის მიხედვით. შესაძლოა თქვენ საბოლოო თანხა შეგეცვალოთ ამის გასარკვევათ შედით შეკვეთის დეტალებში, აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ ყველა დამატებითი სერვისი ან შეუკვეთოთ თქვენთვის საჭირო დამატებითი მომსახურებები .
ქალაქების უმეტესობაში მოქმედებს ფასიანი. მინიციპალური პარკირება, ჩვენ შეგვიძლია გადავიხადოთ პარკირება ამათუ იმ ქალაქში, თუ თქვენ იცით ის თარიღები რომლებშიც ეწვევით ქალაქს, გადახდა ჩვენი მხრიდან უფრო გაადვილებთ თქვენს მოგზურობას ჩვენ წინასწარ გადავიხდით თქვენი პარკირების საფასურს და თქვენ აღარ იფიქრებთ პარკირების პრობლემაზე
პარკირება შეიძლება გადავიხადოთ შემდეგნაირად:
თუ თქვენ გააჩერებთ მანქანას და არ გადაიხდით პარკირების საფასურს ავტომობილს გადაუღებენ სურათს პარკინგის მონიტორინგის თანამშრომლები და ავტომობილი ფაჯარიმდება, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ თქვენ
ნებისმიერი ჩვენი ატომობილის შეიძლება იქნეს გამოყენებული მთელი ქვეყნის მათტაბით, არ არის საჭირო თქვენი დაგეგმილი მარშუტის გაცნობა ჩვენთვის, ასევე არის ტერიტორიები რომლებშიც იკრძალება ავტომობილით სარგებლობა, ესენია :