შემსრულებელი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გთავაზობთ დადოთ ეს საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება), ინტერნეტ საიტით www.race.com.ge (შემდგომში - ვებ -საიტი) ავტომობილების ქირავნობის შეკვეთების და ამასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე.
საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება არის საჯარო და, კანონმდებლობის შესაბამისად, მისი პირობები ერთნაირია ყველასათვის, რომლის პირობების უპირობო მიღება (გადახდა ნებისმიერი საშუალებით კანონის შესაბამისად) ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების აქცეპტათ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის და დაადასტურებს მისი დადების ფაქტს.
ხელშეკრულება შერეულია, რადგან მოიცავს რამდენიმე ხელშეკრულების პირობას.
შემსრულებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომანქანების გაქირავებასთან დაკავშირებულ მომსახურებას - შეკვეთების გაფორმებას, ხელშეკრულებაში მითითებული საიტიდან ავტომანქანის დაჯავშნას.
შემკვეთი - ფიზიკური ან იურიდიული პირი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), რომელიც ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს ავტომობილის გაქირავების ან/და დაჯავშნის და დაჯავშვნის გადახდის, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მძოლისათვის/კლიენტისთვის ავტომობილის დაქირავების და სხვა მომსახურებაზე.
მხარეები - შემკვეთი და შემსრულებელი
მძროლი - კლიენტი - პირი, რომელიც მითითებულია ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულებაში ან/და რომელიც აწერს ხელს კომპანიასთან ავტომობილების ქირავნობის ხელშეკრულებას, იღებს ავტომობილს მიღება-ჩაბარების აქტით. მძღოლი/კლიენტი შეიძლება იყოს, როგორც ვებ - საიტზე (შემკვეთი) შეკვეთის გამფორმებელი პირი, ასევე პირი, მითითებული, როგორც მძღოლი/კლიენტი ავტომობილის შეკვეთის გაფორმებისას და რომლის შესახებ წარმოდგენილია პასპორტის მონაცემები, მართვის მოწმობა, სხვა დოკუმენტები, რაც საჭიროა ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულების დადებისთვის და წარმოდგენილი ვებ - საიტზე მითითებული ქირავნობის პირობებში. მძღოლი/კლიენტი და შემკვეთი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი.
ავტომობილების გამქირავებელი კომპანია - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დარეგისტრირებული დოკუმენტები და ნებართვები ავტომობილების გაქირავების საქმიანობის განხორციელების შესახებ. უშუალოდ ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის მიერ იდება ავტომობილების ქირავნობის ხელშეკრულება კლიენტთან/მძღოლთან ან შემკვეთთან და ხდება ამ უკანასკნელისათვის ავტომობილის გადაცემა, რაზეც ფორმდება ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. ავტომობილების გამქირავებელი კომპანია და შემსრულებელი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი, იმ შემთხვევაში როდესაც უშუალოდ შემსრულებელი არა მარტო იღებს შეკვეთებს ქირავნობის შესახებ, არამედ ასრულებს მათ და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის ნიშნებს შეესაბამება.
მფლობელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, რომლის გაქირავებაც ხდება შემკვეთზე, მძღოლზე/კლიენტზე გაკეთებული შეკვეთის საფუძველზე, მფლობელის ან განმკარგველის მიერ. მფლობელი, ავტომობილების გამქირავებელი კომპანია და შემსრულებელი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი, თუ პირი შეესაბამება ყველა განსაზღვრებას, მითითებულს წინამდებარე ხელშეკრულებაში, ანუ იღებს შეკვეთებს, არის გასაქირავებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი და დამოუკიდებლად გადასცემს შემკვეთს, მძღოლს/კლიენტს ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულებით და მიღება - ჩაბარების აქტით.
მომსახურება - ავტომობილების გაქირავების მომსახურების დაჯავშნის შესაძლებლობა შემსრულებლის მიერ, შესაბამისი მომსახურების ინტერნეტ - საიტით გაფორმება და სხვა საკონსულტაციო - საინფორმაციო მომსახურება.
შეკვეთის ბლანკი - დოკუმენტი, რომელსაც იღებს შემკვეთი საიტებზე ავტომობილების ქირავნობის შეკვეთის წარმატებული გაფორმების შემდეგ, რომელიც შედგება შეკვეთის მონაცემებისაგან: შეკვეთის უნიკალური ნომერი, ავტომობილის კლასი ან/და მოდელი, ავტომობილის მარკა, შეკვეთის გაფორმების თარიღი, გაქირავების პერიოდი, ავტომობილის მიღების და დაბრუნების ადგილი და თარიღი, ავტომობილის გაქირავების ღირებულება და ავტომობილის საგარანტიო თანხის ღირებულება, მძღოლის/კლიენტის, შემკვეთის, რომელიც ირებს ავტომობილს და ხელს აწერს ქირავნობის ხელშეკრულებას, გვარი, სახელი, მამის სახელი და სხვა მონაცემები.
შეკვეთის ბლანკი არ იძლევა ავტომობილის მიღების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი არ წარმოადგენს პასპორტის და მართვის მოწმობის ორიგინალებს, ასევე, თუ წარმოადგენს ვადაგასულ დოკუმენტებს, ან დოკუმენტებს რომლებითაც არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მართვა შეკვეთის შესრულების ქვეყნის ტერიტორიაზე, შემსრულებლის/მფლობელის/ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის მიერ ავტომობილის გადაცემისას და ქირავნობის მომსახურების გადახდის არ არსებობის შემთხვევაში და მძღოლის, კლიენტის, შემკვეთის საგარანტიო თანხის არ არსებობისას.
ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულება - საჯარო ხელშეკრულება, დადებული ერთის მხრივ ავტომობილების გამქირავებელ კომპანიასა და მეორეს მხრივ შემკვეთს ან მძღოლს/კლიენტს შორის.
მიღება-ჩაბარების აქტი - დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ავტომობილის გაქირავების შემთხვევაში და მოწმობს ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის/შემსრულებლის/მფლობელის მიერ მძღოლისათვის/კლიენტისთვის ან/და შემკვეთისთვის ავტომობილის ფაქტიურ გადაცემის ფაქტს.
ვებ-საიტი - შემსრულებლის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განთავსებულია ინტერნეტ ქსელში მისამართზე www.race.com.ge.
შემსრულებლის რეკვიზიტები თანხის გადასახდელად - ანგარიშის მონაცემები, საბანკო ბარათები, შემსრულებლის ელექტრონული საფულე, მითითებული საიტზე და რომლებიც, ეკუთვნის ან/და არის შემსრულებლის განკარგულებაში. სრული მონაცემები ეგზავნება შემკვეთს ფოსტაზე, ტელეფონით, შეტყობინებით ან ხმოვანი შეტყობინებით ტელეფონზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული თაღლითური ქმედებები მესამე პირების მხრიდან, ამასთან მითითებული რეკვიზიტები, აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს შემსრულებელს.
შემსრულებლის რეკვიზიტებით გადახდის საკომისიო - შემსრულებლის რეკვიზიტებით გადახდისას, ხდება ასევე საკომისიოს გადახდა, შემსრულებელსა და მომსახურების წარმომდგენ პირს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელიც დაკავშირებულია გადახდების გატარებასთან: ეკვაირინგი, საბანკო მომსახურება, სხვა მომსახურება, რომლებიც უზრუნველყოფენ თანხების შემსრულებლის ანგარიშზე/ რეკვიზიტებზე გადარიცხვის შესაძლებლობას შეკვეთის მომსახურების გადახდისას.
2.1. მოცემული ხელშეკრულებით შემკვეთი ავალებს, ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას განახორციელოს ვებ - საიტით ავტომობილების ქირავნობის შეკვეთების გაფორმების მომსახურება.
2.2. მომსახურება ჩაითვლება შესრულებულად შემსრულებლის მხრიდან და მიღებული შემკვეთის მიერ სრული მოცულობით შემკვეთის მიერ შემსრულებლის რეკვიზიტებზე დადგენილი ტარიფის გადახდის მომენტიდან.
2.3. ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით, შემკვეთი ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო მოცემული ხელშეკრულების ყველა პუნქტს და ინფორმაციას, გამოქვეყნებულს ვებ-საიტზე, კერძოდ:
2.4. ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით, შემკვეთი ადასტურებს საკუთარ ქმედუნარიანობას და უფლებამოსილებას, ასევე ასაკობრივ ზღვარს 18 და მეტი წლის (ფიზიკური პირებისათვის), საბანკო საგადასახადო ბარათის კანონიერ ფლობას (მისი მეშვეობით მომსახურების გადახდის შემთხვევაში), ასევე სრულიად აცნობიერებს წინამდებარე ხელშეკრულებით აღებულ სხვა ვალდებულებებს.
2.5. ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით, შემკვეთი ადასტურებს ვებ-საიტზე შევსებული მძღოლის/კლიენტის და თავისი მონაცემების ნამდვილობას.
3.1. შემსრულებლის მომსახურების ანაზღაურება ავტომობილის დაჯავშნასა და მომსახურების გაფორმებსათან დაკავშირებთ ხდება საკომისიოს გადახდის გზით, არის ფასიანი და ანაზღაურებადია:
3.1.1 ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის ან/და მფლობელის მომსახურება (თუ შემსრულებელი, ავტომობილების გამქირავებელი კომპანია და მფლობელი არ არის ერთი და იგივე პირი), იმ შემთხვევაში თუ შემკვეთმა, მძღოლმა/კლიენტმა მიიღო ავტომობილი შემსრულებლის ვებ-საიტით წინასწარ გაფორმებული შეკვეთით, რაზეც ერთის მხრივ ავტომობილების გამქირავებელ კომპანიასა ან/და მფლობელს და მეორეს მხრივ მძღოლსა/კლიენტს შორის დაიდო ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულება და ავტომობილი მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა. შემსრულებლის ანაზღაურებას იხდის ავტომობილების გამქირავებელი კომპანია ან/და მფლობელი იმ რაოდენობით რამდენიც მასსა და შემსრულებელს შორის დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
3.1.2 შემკვეთის მიერ, შეკვეთის გაფორმებისას ავტომობილების გაქირავების წინასწარი გადახდის ხარჯზე ან ავტომობილების გაქირავების შეკვეთის გაფორმების დასრულებისას წინასწარი გადახდის ხარჯზე შეკვეთის ბლანკის შესაბამისად ბარათით, ანგარიშით, ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მეშვეობით გადახდით, ნაღდი ანგარიშსწორებით, სხვა საშუალებით, ვებ-საიტზე შეკვეთის გაფორმების მომენტში ან/და ვადაში, დასაშვებია ვებ-საიტზე მითითებული ან ელექტრონული ფოსტით მეშვეობით გაგზავნილი გადასახადის შეტანის პირობების შესაბამისად.
3.1.3 შემკვეთის, მძღოლის/კლიენტის მიერ, შეკვეთაზე უარის თქმის დროს, თუ დაირღვა შეკვეთაზე უფასო უარის თქმის ვადები, თუ ასეთი შეკვეთა არ იყო ანაზღაურებული ვებ-საიტზე ან სხვა გზით შემკვეთის/მძღოლის /კლიენტის მიერ. გადახდა ხდება ვებ-საიტზე მითითებული გაქირავების პირობებში მითითებული რაოდენობით.
3.2 შემკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს საკომისიო, რომელიც იყო ჩამოჭრილი საბანკო დაწესებულების მიერ (რომელითაც სარგებლობს შემსრულებელი), შემსრულებლისგან, იმ რაოდენობით, რამდენიც მითითებულია გადახდისას ან გაქირავების პირობებში.
3.3 ფულადი სახსრების დაბრუნება შეკვეთაზე უარის დროს, თუ უარი გაფორმებულია წინასწარ, მძღოლისთვის/კლიენტისთვის ავტომობილის გადაცემის მომენტამდე და ხელშეკრულების ხელმოწერამდე ვებ-საიტის მეშვეობით და თუ უარი არ არღვევს ვებ-საიტზე განთავსებულ ვადებსა და პირობებს, შესაძლებელია ფულადი სახსრების დაბრუნება რაიმე ჯარიმის გადახდის, დაკავების გარეშე. შეკვეთაზე გადახდილი ფულადი სახსრების დაბრუნება ხდება კანონმდებლობით გათვლისწინებული საგადასახადო სისტემისა წესების და პირობების თანახმად. ასეთი გზით ფულადი სახსრების დაბრუნებისას, შემსრულებელი არ აუნაზღაურებს შემკვეთს, ან უფლება აქვს დაუკავოს, იმ თანხიდან რომელიც უბრუნდება შემკვეთს საკომისიოს ღირებულება, რომელიც იყო გადახდილი შეკვეთის გაფორმებისას ან/და შეკვეთის გადახდისას, შემკვეთისთვის ფულადი სახსრების დასაბრუნებლად საგადასახადო სისტემაში გადასახადი საკომისიოს ოდენობით - გადასახადების და მოსაკრებელის რაოდენობა, ოფიციალური გადასახადების, თუ ასეთი უნდა იყოს გადახდილი და არ ანაზღაურდება შემკვეთისთვის ფულის დაბრუნების შემდეგ.
3.4 შეკვეთაზე უარის ვადები, რომლის დროსაც შესაძლებელია შემკვეთის მიერ გადახდილი ფულადი სახსრების დაბრუნება, განისაზღვრება ვებ-საიტზე არსებული ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრუელბის პირობებში.
3.5 შემკვეთის მიერ შეკვეთის გადახდის ვადები, განისაზღვრება ვებ-საიტზე ან შემკვეთისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.
4.1. შემსრულებელი ვალდებულია:
4.2 შემსრულებელი უფლებამოსილია:
4.3. შემკვეთი ვალდებულია:
4.4 შემკვეთი უფლებამოსილია:
5.1 ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულების, შეკვეთის ბლანკის დაკარგვის, მესამე პირისათვის გადაცემის ან ინფორმაციის გამჟღავნების პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს.
5.2. შემსრულებელი არ აგებს პასუხს შემკვეთის მიერ მომსახურების მიუღებლობის შემთხვევაში შემდეგ შემთხვევებში:
5.3 ყველა სადავო საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შემკვეთის მიერ მომსახურების მიღებაზე, წყდება მხარეთა მიერ შემკვეთის და მძღოლის/კლიენტის პირადი მონაცემების გამოყენებით, რომლებიც იყო მითითებული მის მიერ მომსახურების გაფორმებისას ან გადახდისას ვებ-საიტზე. იმ შემთხვევაში თუ პირადი მონაცემები მითითებულია ისე, რომ არ იძლევა მომსახურების მიმღების (შემკვეთის, მძღოლის/კლიენტის) დადგენის საშუალებას, შემსრულებელი უფლებამოსილია უარი უთხრას შემკვეთს სადავო საკითხების გამოძიებაში.
5.4. შემსრულებელი არ აგებს პასუხს შემკვეთის მიერ შეკვეთის ბლანკის მიუღებლობის შემთხვავეში, შემკვეთის ტექნიკური საშუალებების და არხების მუშაობაში პრობლემებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში შემკვეთმა უნდა მიმართოს შეკვეთის გადახდის მომენტიდან 1 საათის განმავლობაში შემსრულებლის მხარდაჭერის სამსახურში კონტაქტებით, რომლებიც მითითებულია ვებ-საიტის მთავარ გვერდზე, ან კონტაქტის განყოფილებაში ვებ-საიტზე.
5.5 ყველა სადავო საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებით ან მის შესრულებასთან დაკავშირებით მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით და შემკვეთის წერილობითი განცხადების არსებობისას, გადაცემული საფოსტო სამსახურის საშუალებით. სავალდებულოა დავის დარეგულირება სასამართლომდე.
5.6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, საკამათო საკითხებზე მოლაპარაკებების გზით, ეს საკითხები უნდა გადაწყდეს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.7. ყველა საკითხზე, რომელის არ არის დარეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტში, მხარეები იხემძღვანელებენ მოქმედი კანონმდებლობით.
6.1 წინადემარე ხელშეკრულება მომქმედებს 2027 წლის 31 დეკემბრამდე.