ჩამოფრინდით თბილიში და არ იცით სად წახვიდეთ და როგორ გაატაროთ დიდი ხნის ნანატრი შვებულების დღეები სიამოვნებით?
მაშინ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შარდენის ქუჩაზე!
შარდენი - ეს არის ქუჩა, რომელიც მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ქუჩა ატარებს ფრანგი მწერლის და მოგზაურის ჟან შარდენის სახელს, რომელმაც მე-17-ე საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში, კონკრეტულად თბილისში და დატოვა თავისი აღწერილობა ქალაქის შესახებ.
პრაქტიკულად მთელ ქუჩაზე გვერდიგვერდ განთავსებულია ტერასიანი კაფეები. თავისი იერით შარდენი წააგავს პატარა პარიზულ უბანს, მწერლის საპატივცემულოდ, რომლის სახელსაც ატარებს, რა თქმა უნდა.
ქუჩა გაფორმებულია ვინტაჟური ობიექტებით, არქიტექტურის მოყვარულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სახლების საინტერესო ფასადებს.
მუსიკის თაყვანისმცემლებისთვის ეს არის ნამდვილი სამოთხე. აქ ყოველთვის ისმის იმ მუსიკის ხმა, რომელიც ზუსტად შეეფერება ამა თუ იმ დაწესებულებას. იმათთვის ვინც უპირატესობას რუსულ მუსიკას ანიჭებს - ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე ცნობილია რუსული სიმღერების რეპერტუარით.
სპეციალურად ახალგაზრდებისთვის და ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის არის კლუბები და დისკოტეკები. თუნდაც თქვენ ჩამოფრინდეთ გვიანი რეისით, შარდენის ქუჩაზე ყოველთვის იპოვით ადგილს, სადაც შეიძლება გემრიელად ჭამოთ ან წაიხემსოთ.
შარდენი - ეს მარადმწვანე ქუჩაა, სადაც დარგულია უამრავი მცენარე და ყვავილები. თუ თქვენ გაწუხებთ ეკოლოგიის საკითხი , არ ღირს, შარდენი უკვე მუშაობს ამ მიმართულებით.
ჩვენი აზრით, შარდენის ქუჩის ნახვა თუნდაც იმიტომ ღირს, რომ გქონდეს საკუთარი შეხედულება თბილისის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობაზე.