(+995) 514-577-555
ზარები 08-დან 22-მდე

აჭარა საქართველოს მარგალიტი

აჭარა ეს არის ნაწილი თანამედროვე საქართველოსი, იგი ავტონომიური რესპუბლიკაა რომელსაც ჰყავს  ცალკეული მმართველობა , კულტურა, სამზარეულო, იგი ქართული კულტურის ნაწილია, მაგრამ მათ ახასიათებთ გარკვეული განსხვავებები.

ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში აჭარა ეკუთნოდა კოლხეთის სახელმწიფოს და დიდ როლს თამაშობდა საზღავო სანაპირო ტერიტორია. აქ განვითარდა ისეთი ქალაქები როგორიცაა ბათუმი, ასპაროსი (თანამედროვე გონიო) და ფიჭვნარი.

ქრისტიანობა მოვიდა საქართველოში და აჭარის ტერიტორიაზე ძალიან ადრე, წყაროები იუწყებიან, რომ ეს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში. ქრისტიანობის შემოსვლა უკავშირდება ანდრეა პირველწოდებულის სახელს. დარჩა ისტორიული მტკიცებულებები წმინდა ანდრეას აქ ყოფნის შესახებ.

საქართველო ერთ-ერთი აკვანია ქრისტიანობის, ამიტომ თქვენ ხშირად გაიგონებთ რომ საქართველოს მიწა ღვთისმშობლის წილხვედრია.

აქ ყველა მორწმუნეა, იცავენ ქრისტიანულ წესებს, სწორედ ამიტომ საქართველოში ყოველთვის სიამოვნებით იღებენ შემთხვევით სტუმარსაც, დაგაპურებენ და მოგცემენ ღამის გასათენებელს, აი ასეთი სტუმართმოყვარეები არიან ქართველები.

დღეს აჭარა დიდი ადმინისტრაციული ცენტრია, აქ განვითარებულია ტურიზმი და სატრანსპორტო საშუალება.

აჭარაში განვითარებულია ასეთი ტურიზმი:

  • საზღვაო-სანაპირო დასვენება
  • ეკოტურიზმი-სასოფლო, ასევე გადამფრენი ფრინველების თვალყურის დევნა
  • ღვინო-ღვინის დიდი არჩევანი, ღვინის სახლები და მწარმოებლები იზიდავენ ტურისტებს, დეგუსტატორებს და ღვინის შემფასებლებს.
  • საქმიანი-ბათუმს და აჭარას აქვთ ბევრი საქმიანი და ბიზნეს ცენტრები, აქ იდება ხელშეკრულებები და იმართება ბიზნეს შეხვედრები, ტრენინგები.
  • სათამაშო-დიდი რაოდენობით კაზინოები და სათამაშო ცენტრებია, სპეციალური ზონა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც იზიდავს ტურისტებს აჭარაში.
  • კრუიზი-აქ ჩამოდიან დიდი რაოდენობით საზღვაო ლაინერები, როგორც ლოკაციის და მიმოხილვის ადგილზე.

კლიმატი აჭარაში სუბტროპიკულია

რეგიონი ესაზღვრება თურქეთს სულ რაღაც 20კმ_ში ბათუმიდან

აჭარის რეგიონის მოსახლეობა სულ რაღაც 380ათასია. რეგიონი შედგება 2 ქალაქისა და 5 მუნიციპალიტეტისაგან.

რეგიონში განვითარებულია ტრანსპორტი:

  • სარკინიგზო გზა, იგი ამ რეგიონს აკავშირებს საქართველოს დედაქალაქთან, ასევე ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს რომლებიც შემოდიან პორტში გემებით
  • ავია ტრანსპორტი-ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ეკუთნის თურქულ კომპანიას. აეროპორტს აქვს სეზონური დატვირთვა, ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი რეისიბა ხოლო ზამთარში ძალიან ცოტა.
  • ავტობუსების მომსახურება-წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო გადამზიდებით. რეისები ხორციელდება დედაქალაქის, თურქეთის და სხვა რეგიონების მიმართულებით.
  • ავტო გაქირავება-განვითარებულია, წარმოდგენილია რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებით
  • ველოტრანსპორტი-დიდი რაოდენობით ველოშერინგია, სამწუხაროდ არც ისე ბევრი პუნქტებია ველოსიპედის გაქირავების ბათუმში.
  • ავტო გაქირავება აჭარაში, როგორც ყველა ტრანსპორტი, არაა შეზღუდული გადაადგილება გამოჩეულად აჭარის რეგიონში. დაიქირავე მანქანა-იმოგზაურე მთელ საქართველოში.

         დაგრჩათ კითხვები? მოგვწერეთ:info@race.com.ge

periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის
საქართველოს, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს თავისი მახასიათებლები, ეს ეხება კულტურას და ტრადიციებს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობითა და გულთბილობით.
ვრცლად