(+995) 514-577-555
ზარები 08-დან 22-მდე

პარკირების გადახდა საქართველოში

საქართველოს ქალაქების უმეტესობაში ავტომანქანის პარკირება ფასიანია , პარკირების საფასური არც ისე დიდია. ასევე განსხვავებულ დროზე შესაძლებელია პარკირების გადახდა. ყველა პარკინგი მუნიციპალურია და ყველა ქალაქში კონკრეტული ფირმა ემსახურება პარკინგს და გადახდა სავალდებულოა, მხოლოდ ამ კომპანიის რეკვიზიტებზე.

რომელ ქალაქებშია ფასიანი პარკინგი:

  1. თბილისში – მომსახურებას უწევს კომპანია სიტიპარკი
  2. ბათუმი – ემსახურება კომპანია ბათუმი პარკინგი
  3. ქუთაისი – ემსახურება კომპანია ქუთაისი პარკინგი
  4. გორი – რეკვიზიტები არის ტერმინალში, ჩვენთვის უცნობია მათი დასახელება
  5. ზუგდიდი – ტერმინალში არ არის რეკვიზიტები, მაგრამ ბოლო დროს შემოღებულია პარკირების გადასახადი.

რა მოხდება თუ არ გადაიხდით პარკირების საფასურს?

  1. ჯარიმა 30 ლარიდან
  2. ჯარიმა და მანქანის ევაკუაცია

როგორ რეგულირდება პარკინგის გადახდა?

ამას აკონტროლებენ პარკინგის ფირმის თანამშრომლები, რომლებსაც შეყავთ ან ასკანირებენ მანქანის ნომრებს, რომელიც პარკირებულია და მონაცემებს ადარებენ ბაზას. თუ პარკოვკა გადაუხდელია, მომენტალურად გამოწერენ შტრაფს. იყო შემთხვევები, როდესაც მძღოლი გადასული იყო პარკირების გადასახდელად, მაშინ გამოუწერიათ ჯარიმა.

სად და როგორ გადავიხადოთ პარკირების გადასახადი?

პარკირება საქართველოში შეგიძლიათ გადაიხადოთ შემდეგნაირად:

  1. ექსპრესს ბანკის ტერმინალებით – სტაფილოსფერი.
  2. ТВС ბანკის ტერმინალებით – ლურჯი.
  3. მიბრძანდით ნებისმიერ ბანკში და უკარნახეთ მანქანის ნომერი და თხოვეთ პარკირების გადახდაში დახმარება.
  4. ჩვენი კომპანიის ოფისში ან მენეჯერთან, თუ ჩვენთან ქირაობთ მანქანას – მიმართეთ მენეჯერს, ის დაგეხმარებათ და/ან გადაიხდის ავტომანქანის პარკირებას.

აუცილებელია პარკირების გადახდა თუ ჩემი ავტომობილით შემოვედი საქართველოში?

დიახ, ამ ავტომანქანებზეც სავალდებულოა პარკირე3ბის აღება. გადაუხდელობა – გამოიწვევს ჯარიმას და/ან მანქანის ევეკუაციას.

ყალბი პარკოვკა

პარკირების ადგილებთან ყოველთვის დგანან ადამიანები ჯილეტებში, რომლებიც გეხმარებიან მანქანის დაყენებაში და იღებენ ამაში ფულს. ნუ გაგიხარდებათ, რომ პარკირების გადახდა ასე მარტივია. ეს ხალხი არ მუშაობს პარკინგის ფირმაში, ეს თვითდასაქმებული ხალხია, რომლებმაც იპოვეს სამსახური. ისინი მცირე თანხის საფასურად დაგეხმარებიან თქვენ მანქანის დაყენებაში ან შეგინახავენ ადგილს თქვენს მოსვლამდე. თქვენ შეგიძლიათ არ მისცეთ მათ თანხა, , მაგრამ ადგილობრივები უხდიან მათ მადლობას 20-50 თეთრამდე მიცემით. თუ თქვენ არ გადაუხდით მათ თანხას, ამ ვითომ პარკოვშიკებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზულად მოგთხოვონ ფულის მიცემა , შესაძლებელია გამოგეკიდონ კიდევაც. ეს უკანონოა და პოლიცია თქვენს მხარეზე იქნება, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მათთვის ფულის მიცემით, თქვენ არ თავისუფლდებით ჯარიმისგან თუ არ გაქვთ გადახდილი ტერმინალით.

საპარკინგო ადგილები, რომელთა გადახდაც ხდება ცალკე

პარკოვკები, რომლების საფასურიც ცალკე გადასახდელია – ეს დახურული ადგილებია სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებში, აეროპორტში და სადგურებზე. აქ, როგორც წესი არსებობს შლაგბაუმი, ისინი მუშაობს ავტომატურ რეჟიმში ან ადგილზეა თანამშრომელი რომელიც იღებს საფასურს.

როგორ მივხვდეთ სად არის მუნიციპალური და სად კერძო პარკირების ადგილები?

95% პარკინგების მუნიციპალურია, ყოველთვის კიდია ნიშანი «Р» და წარწერაა მომსახურე კომპანიის შესახებ, რომელიც ემსახურება მოცემულ რეგიონს, როგორც ზევით ავღნიშნეთ ყველა ქალაქში სხვადასხვა კომპანიებია.

ჩემს სასტუმროში არის პარკინგი, უნდა გადავიხადო თუ არა პარკირების გადასახადი?

დააზუსტეთ საპარკინგო ადგილი თქვენს სასტუმროში შემოღობილია თუ მდებარეობს ჩიხში. 80% სასტუმროების განლაგებულია გზის პირას, ამიტომ იყენებენ მუნიციპალურ პარკინგს, ესეიგი არ იქნებით განთავისუფლებული პარკირების გადასახადისაგან.

რა ღირს პარკირების გადასახადი?

ტარიფები სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვანაირია, მერყეობს 1-2 ლარიდან დღეში 5-10 ლარი კვირაში ან 15-20 ლარი თვეში.

დაგრჩათ კითხვები?

შესაძლებელია თქვენ დაინტერესებთ ჩვენი სხვა სტატიებით:

  1. ექსპრეს ბანკის ტერმინალით პარკირების გადასახადის გადახდა
  2. პარკირების საფასური საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში
  3. ჯარიმები პარკირებისათვის და მათი მოცულობა
periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის
საქართველოს, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს თავისი მახასიათებლები, ეს ეხება კულტურას და ტრადიციებს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობითა და გულთბილობით.
ვრცლად