საქართველო არის გაეროს თითქმის ყველა ძირითადი კონვენციის მხარდამჭერი და ხელმომწერი, წესები აქ საერთაშორისოა, მაგრამ არის ნაციონალური მართვის თავისებურებები, წესების დარღვევის და ჯარიმების, რომლის ცოდნაც აუცილებელია.
მოძრაობა საქართველოში მარჯვენა მხრიდანაა, ანუ თქვენ უნდა დაიკაოთ მარჯვენა მხარე, რაც დამახასიათებელია ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის გარდა, დიდი ბრიტანეთისა.საქართველოს გზებზე საკმაო რაოდენობის მარჯვენა საჭიანი ავტომობილია, რომელიც ხშირად გამოიყენება ადგილობრივ მოსახლეობაში. 2016-წლიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე შეიზღუდა საგზაო უსაფრთხოების მიზნით, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში, რადგან ეს იყო ერთ ერთი შემოსავლის წყარო, ექსპორტი და რეექსპორტი მათ შორის იაპონიიდან.
პარკირების წესები სტანდარტულია, პოლიცია არ გაჯარიმებთ არასწორი პარკირებისთვის,საქართველოში პარკირებაზე პასუხისმგებელია სპეციალური პარკირების სამსახური, რომელიც შექმნილია ყველა ქალაქში. თუ ავტომიბილი გააჩერეთ პარკირების საფასურის გარეშე და არა კორექტულად დაჯარიმდებით ან ავტომობილს გადაიყვანენ საჯარიმოზე. დეტალური ინფორმაცია პარკირებაზე და მისი გადახდის წესებზე იხილეთ ჩვენს სტატიაში, გადადით ლინკზე.
საქართველოს ყველა წერტილში სიჩქარე რეგულირდება ნიშნებით, აქ არ არის გაგება გახსოვდეს რამდენია დაწესებული, სახელმწიფომ და პოლიციამ ყველაფერი გააკეთა თქვენი კომფორტისთვის. ქალაქში სადაც სიჩქარე 60კმ/სთ, ყოველთვის დგას შეზღუდვის ნიშანი. არ არის აუცილებელი დავიცვათ შეზღუდვა 60კმ/სთ, რადგან არის ადგილები სადაც დგას ნიშნები 70 და 80კმ/სთ.. სიჩქარე ქალაქ გარეთ 90კმ/სთ, ავტობანზე 110კმ/სთ.
სიჩქარის გადაჭარბება შეიძლება მხოლოდ 14კმ/სთ დაშვებული სიჩქარის ზემოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით.
ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისას დიფერენცირებულია იმის მიხედვით თუ თქვენ გადააჭარბეთ სიჩქარე 50კმ/სთ-მდე ან 50კმ/სთ ზევით დაწესებულ შეზღუდვას.
რადარები
ყველა რადარი სტაციონალურია, პოლიცია არ გაჩერებთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის, რადარი აფიქსირებს დარღვევას, იღებს ფოტოს და ავტომატურად ამატებს ჯარიმას პოლიციის ბაზაში, ეს ბაზა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ნებისმიერს შეუძლია მისი ნახვა.ავტო გაქირავების კომპანია მაშინვე ხედავს ჯარიმას და ავტომობილის დაბრუნებისას თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ. არ გნებავთ ჯარიმის გადახდა? პოლიციისგან უსიამოვნება გარანტირებული გავქთ. მათ აქვთ უფლება საზღვარი არ დაგატოვებინოთ.
ყველაზე საშინელი საგზაო დარღვევები ეს არის:
სასურველია არასოდეს არ გააკეთოთ ეს საქართველოში
საქართველოს გზებზე თქვენ შეიძლება დაინახოთ ბევრი უჩვეულო რამ, მიიღეთ ეს როგორც ადგილობრივი ტარების ტრადიცია. არ გაიმეოროთ იგივე, ეს ეწინააღმდეგება წესებს, მაგრამ ადგილობრივებს იმედი აქვთ რომ არ დაისჯებიან, მაგრამ მათი მოქმედებები ყოველთვის შეუმჩნეველი არ რჩება. ესენია:
უკვე გეშინიათ? არ შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება!
იმედი გვაქვს რომ ეს სტატია სასარგებლო იქნება თქვენთვის. გზა მშვიდობის.