მოცემულ ტერიტორიებზე არარეკომენდირებულია ავტომანქანის ექსპლუატაცია, ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად, ავტომანქანის ექსპლუატაცია ამ ტერიტორიებზე აკრძალულია. მითითებულ ტერიტორიებზე მანქანის გადაადგილებისას, თქვენ დაჯარიმდებით მანქანის დეპოზიტის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300(სამასი) ამერიკული დოლარის ეკვივალენტისა.
ადგილები საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შეზღუდულია ჩვენი ავტომანქანების გადაადგილება:
ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები:
ყოველ ხელშეკრულებას თან ერთვის ამ ტერიტორიების რუქა.
რატომ ვკრძალავთ ამ ტერიტორიებზე გადაადგილებას?
მაგალითისათვის! ბევრს უნდა გამგზავრება ქედა-ახალციხის გზით, არ არის პრობლემა შეგიძლიათ გაემგზავროთ ბათუმიდან ქედამდე ან თბილისიდან ახალციხემდე, მშვენიერი გზაა, შემდეგ-საშინელებაა. თუ საშუალოდ თქვენი სიჩქარე 60-90 კმ/სთ, ახალციხე ქედის მიმართულებით თქვენ დაგჭირდებათ 4-6 საათი 30-40 კილომეტრის გასავლელად.
ჩვენ ხშირად დავდივართ გზის ამ მონაკვეთების სანახავად. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გავჩერდით მერცედესის ს კლასის (W222) ტიპის ავტომობილთან რომელიც ნავიგაციამ შეაცდინა და მოვუწოდეთ უკან დაბრუნებულიყო რაზეც მან გვიპასუხა რომ უკვე ორი მდინარე გადაიარა და ძალიან დაუზიანდა მანქანის ძარა ქვემოდან და აღარ აპირებდა იგივეს განმეორებას და უნდოდა წინ წასვლა იმის იმედით რომ წინ უკეთესი გზა იქნებოდა.ჩვენ ვტიროდით! შეგვეცოდა მანქანა,ტურისტი,რომელსაც გზა შეეშალა.
გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება ჩვენს რეკომენდაციებს. ჩვენ გვესმის რომ ვიღაცისთვის სულერთია.. თუ თქვენ იმ კატეგორიიდან ხართ, ჩემი არ არის და არ მეცოდება, ჩვენ საერთო გზა არ გვაქვს.
რა მოხდება თუ თქვენ აკრძალულ ზონაში შეხვალთ.
ცნობისათვის: მანქანის ევაკუატორით უშგულიდან ბათუმში ჩამოყვანა დაჯდება 600 ლარი, ანუ 240-250 დოლარი..
თუ თვენ ფიქრობთ რომ ამ სტატიის წაკითხვის მერე თქვენ არსად არ გაქვთ წასასვლელი? თქვენ ცდებით! ჩვენ მილიონობით შესანიშნავ ადილს შემოაგთავაზებთ სამოგზაუროთ, სადაც თქვენ გადაადგილდებით უსაფრთხოდ და არ გაიფუჭებთ თქვენ შვებულებას ან არდადაგებს. წაიკითხეთ ჩვენი საიტი, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები.
დაგრჩათ კითხვები? მოგვწერეთ ჩვენ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ პასუხებს ან მოვამზადებთ მასალას ამ საკითხთან დაკავშირებით.