WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

ის, რასაც საქართველოს კულტურა კრძალავს.

როდესაც საქართველოს ეწვევით, პირველ რიგში, გაოცდებით თქვენი და ქართული მენტალიტეტისა და ტრადიციების განსხვავებით.

განვიხილოთ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება საქართველოში კატეგორიულად, რათა არ გავიფუჭოთ ურთიერთობა ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან.

ნუ იტყვით უარს სტუმრად დაპატიჟებაზე.

ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ერია და თქვენმა უარმა შეიძლება ძალიან შეურაცხყოს მასპინძელი. ამიტომ, უკეთესია მიიღოთ მიწვევა. თქვენ არავინ გაიძულებთ იჯდეთ სტუმრად რამოდენიმე საათი.საკმარისია შევლა 15 წუთით, რომ გაიცნოთ თქვენი მასპინძელი ოჯახის წევრები და გაიგოთ, როგორ მისდით საქმეები.

საქართველოს კულტურა 1

არ გაიხადოთ ფეხსაცმელი სტუმრად.

ქართული ტრადიციების მიხედვით, სტუმრები ფეხზე არ იხდიან და მითუმეტეს არ ითხოვენ ოთახის ჩუსტებს. ფეხზე გახდით თქვენ უპატივცემულობას გამოიჩენთ მასპინძლის მიმართ.

საქართველოს კულტურა 2

სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს არ დალიოთ არაფერი.

საქართველოში სადღეგრძელოს წარმოთქმა - ეს განსაკუთრებული რიტუალია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს .არასდროს არ დალიოთ - წყალიც კი,თუნდაც ძალიან გინდოდეთ და კვდებოდეთ წყურვილით. იტყვიან სადღეგრძელოს და მიირთვით, თუ გნებავთ ბოლომდე. სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ, ყველა სტუმარი ვალდებულია დალიოს.

საქართველოს კულტურა 3

არ შეურიოთ ჭაჭა და ღვინო.

ქართველები სადღეგრძელოების წარმოთქმის მოყვარულები არიან და ყოველი მათგანის შემდეგ აუცილებელია დალევა. თუ ზოგიერთი სადღეგრძელო ითხოვს მხოლოდ რამოდენიმე ყლუპის დალევას,ზოგის წარმოთქმის შემდეგ აუცილებელია ბოლომდე დალევა, ამიტომ უკეთესია არ შეურიოთ სასმელები, რომ შეძლოთ დღესასწაულზე დროსტარების გაგრძელება და შემდეგ სახლში დამოუკიდებლად დაბრუნება თავგადასავლების გარეშე.

საქართველოს კულტურა 4

ნუ შეჭამთ ხინკალს ჩანგალით.

საქართველოს ეროვნული კერძი, რომელსაც ყველა ხელით ჭამს. თუ ჩანგალს ჩაარჭობთ - დაკარგავთ ამ კერძის ხიბლს - ნოყიერ ბულიონს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მარტო გაბედეთ და ხინკალს პელმენი დაუძახეთ! ამით ძალიან აწყენინებთ ქართველებს.

საქართველოს კულტურა 5

არ ჭამოთ მწვადი ჩანგლით.

ეს არ შეურაცხყოფს ქართველებს, თუმცა, გამოიწვევს უამრავ გაკვირვებულ მზერას. საქართველოში მწვადის ჭამაც ხელითაა მიღებული და მას სხვადასხვანაირ საწებელში აწობენ.

საქართველოს კულტურა 6

ნუ დატოვებთ საჭმელს თეფშზე.

სუფრა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ასპექტია. ქართველები ყოველთვის ცდილობენ სტუმრებზე შთაბეჭდილების მოხდენას თავიანთი მზარეულობის ნიჭით და დახვეწილი კერძებით. უმჯობესია თეფშე ყველაფერი ცოტ-ცოტა დაიდოთ,რომ შემდეგ ბოლომდე მიირთვათ.

საქართველოს კულტურა 7
periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის
საქართველოს, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს თავისი მახასიათებლები, ეს ეხება კულტურას და ტრადიციებს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობითა და გულთბილობით.
ვრცლად