საქართველო საოცარი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით, ლამაზი ბუნებით და სტუმართმოყვარე ხალხით. საქართველოს თვალწარმტაც ადგილებში მოგზაურობისას მნიშვნელოვანია იცოდეთ სად შეგიძლიათ შეავსოთ მანქანა საწვავით, როგორც საკუთარი, ასევე ნაქირავები. ასევე, რომელ ბენზინგასამართ სადგურებზე შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეავსოთ მაღალი ხარისხის საწვავით. ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ ბენზინგასამართ სადგურებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე განვიხილავთ საწვავის ხარისხს საქართველოში. ასეთი ინფორმაცია გამოგადგებათ იმ მძღოლებს, რომლებმაც იყიდეთ ან იქირავეთ მანქანა საქართველოში.
დავიწყოთ საქართველოს დედაქალაქი თბილისით. აქ ბენზინგასამართი სადგურების ნაკლებობა არაა. სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვა ტიპის საწვავს გვთავაზობენ. თბილისში ბენზინის ღირებულება განსხვავდება საწვავის შევსების ადგილისა და საწვავის ბრენდის მიხედვით. საშუალოდ, 1 ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 2,50-2,80 ლარია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფასი შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ქალაქის რაიონისა და ბენზინგასამართი სადგურის მიხედვით. ქალაქში ყველაზე პოპულარული ბენზინგასამართი სადგურებია Gulf, Wissol და SOCAR. აქ შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეავსოთ მანქანა საწვავით, ხარისხიც კარგი იქნება და ფასიც მისაღები. გარდა ამისა, ბენზინგასამართი სადგურები ხშირად გვთავაზობენ დამატებით სერვისებს, როგორიცაა მანქანის რეცხვა და გაზით შევსება.
საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკურორტო ქალაქში, ბათუმში ჩასვლისას შეიძლება შევხვდეთ რამდენიმე ცნობილ ბენზინგასამართ სადგურსაც,როგორებიცაა Lukoil, Rompetrol და Wissol. ეს ის ბენზინგასამართი სადგურებია, რომლებსაც ადგილობრივები და ტურისტები ხშირად ირჩევენ. ბენზინის ხარისხი ბათუმშიც კარგ დონეზეა,ხოლო ღირებულება სეზონის, ტურისტული მოთხოვნილებისა და საწვავის მარაგის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე დედაქალაქში. საშუალოდ, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება დაახლოებით 2,40-2,80 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საწვავის შევსება ხდება ადგილობრივ ვალუტა - ლარში. ეს შეიძლება იყოს სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურებისთვის, რომლებიც აპირებენ მანქანის დაქირავებას.
ისტორიული ძეგლებითა და ულამაზესი პეიზაჟებით განთქმულ ქალაქ ქუთაისში ასევე შეხვდებით რამდენიმე პოპულარულ ბენზინგასამართ სადგურს. Socar, Gulf და Lukoil, ეს არის ძირითადი კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ მაღალი ხარისხის საწვავს ხელმისაწვდომ ფასად. გარდა ამისა, ისინი, როგორც წესი, ძალიან კარგად არიან განლაგებული მაგისტრალებზე და ქალაქებიდან გასასვლელებში, რაც მათ კომფორტულს ხდის მანქანით მოგზაურებისთვის. საშუალოდ, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება დაახლოებით 2,40-2,60 ლარია, რაც ოდნავ იაფია, ვიდრე ბათუმში.
სტატიაში მითითებული ფასები მოქმედია 2023 წლის ივლისისთვის.
ზოგადად საქართველოში საწვავის ხარისხზე საუბრისას თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ღირსეულ დონეზეა. ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა თანამშრომლობს ცნობილ მწარმოებლებთან, რაც ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის გარანტიას იძლევა. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, შეიძლება იყოს გარკვეული განსხვავებები საწვავის ხარისხში ერთი ბენზინგასამართ სადგურიდან მეორემდე, განსაკუთრებით თუ ეს პატარა, უცნობი სადგურია. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ აირჩიოთ ცნობილი და სანდო ბენზინგასამართი სადგურები ან იკითხოთ რჩევა გაქირავების სერვისებში, სადაც ქირაობთ მანქანას.
ჩვენმა მენეჯერებმა ყოველთვის იციან, სად არის უფრო მომგებიანი მაღალი ხარისხის ბენზინით შევსება და სიამოვნებით გეტყვიან, რომელ გზად შემხვედრ ბენზინგასამართ სადგურებზე შეგიძლიათ შიშის გარეშე შეავსოთ საწვავით თქვენი მანქანა.
საქართველოში მანქანით მოგზაურობისას ნუ უგულებელყოფთ ადგილობრივების რჩევებს, მოძებნეთ გამოცდილი და სანდო სადგურები და თქვენი მოგზაურობა იქნება უსაფრთხო და კომფორტული.