ბათუმი ეს მხოლოდ ზღვა, ხილი და ღვინო არაა, ეს ძალიან ლამაზი ქალაქია სადაც ბევრი ახალი შენობაა, თუმცა აქ ძველი აჭარული კულტურა და საბჭოთა მემკვიდრეობები შერეულია თანამედროვე XXI საუკუნის არქიტექტურის შედევრებთან.
ვიწყებთ ჩვენს გზას საბაგიროსთან, რომელსაც მივყავართ მაღლა მთებში, გადმოსახედთან. თუ თქვენ გაგიმართლათ და დღე გამოდგა მზიანი დაინახავთ მთლიან ბათუმს როგორც ხელის გულზე, სუფთა მთის ჰაერი თავბრუს დაგახვევთ. დაბრძანდით, აქ არის პატარა მყუდრო კაფე, დალიეთ ფინჯანი ყავა და დაბრუნდით ქალაქში.
გაიარეთ გემებთან და სულ რაღაც 700მეტრში დაინახავთ იმას რაც დიდი ხანია ნანახი გაქვთ ტელევიზორში და სარეკლობა ბროშურებზე: ძველი შუქურა, ბათუმის ეშმაკის ბორბალი, ჭაჭის და ქართული ანბანის კოშკი, ნინო და ალის ქანდაკება.
აი როგორც იქნა მივედით სულ რაღაც 500 მეტრის შემდეგ ფანტანების მოედანთან, ქორწინების სასახლესთან, რომელიც გვაგონებს თეთრი დელფინის კუდს ან თოლიის აწეულ ფრთას. სწორედ ამ ადგილიდან იწყება ბათუმის ბულვარი. აქ თქვენ დაინახავთ თეატრს, ბათუმის კოლონადას, ბამბუკის ტყეს, ფრინველების პატარა თავშესაფარს და სხვა.
შემდეგ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით:
სანაპირო ეს არის საველოსიპედო გზაც, განიერი ადგილი საღამოს გასეირნებისთვის, კაფეები და რესტორნები, ატრაქციონები და უბრალოდ ხალხმრავლობა.
თუ თქვენ დაიღალეთ და გინდათ ბათუმის დათვალიერება მანქანის სალონიდან ან უბრალოდ სწრაფად დაათვალიეროთ რამოდენიმე ღირსშესანიშნაობა, შეუკვეთეთ მანქანა ჩვენთან, ჩვენ უმაღლეს დონეზე მოგემსახურებით.