(+995) 514-577-555
ზარები 08-დან 22-მდე

რა ვნახოთ ქობულეთში

პატარა ქალაქი სამი ქუჩით პლიაჟის პარალელურად, იგი ინახავს უამრავ საინტერესო რამეს, ქალაქს აქვს ის რითაც შეუძლია იამაყოს და რითაც შეუძლია დააინტერესოს ტურისტი.

მტირალა

მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს ქობულეთთან ახლოს. სახელი „მტირალა“ ითარგმნება,როგორც „ტირილი“ და ესე ქვია მთას,რომლის გარჩემოც მდებარეობს ეს პარკი,მოგვიანებით კი თავად პარკს ასე დაერქვა.მას უმიზეზოდ არ დაერქვა მტირალა, აქ თქვენ ნახავთ ჩანჩქერებს, მდინარეებს და ტბებს. პადარი თავისენარეებით: აქ თქვენ ნახავთ კოლხეთის ტყეს და იშვიათ მცენარეებს,რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში. პარკის ტერიტორია ხელშეუხებელი იყო 2007 წლამდე, სანამ არ დაფუძნდა,როგორც მტირალას ეროვნული პარკი. პარკში შეგიძლიათ ღამის თევით დარჩენა კარვით-შესაფერისია მათთვის ვისაც ერთი დღე არ ყოფნის მთელი ექვსი ჰექტრის შესასწავლად.

ქობულეთის ღირსშესანიშნაობები 1

პლანტაციები, ბაღები

ქობულეთის მიდამოებში არის ფორთოხლის ბაღები და იყო ასევე ჩაის პლანტაციები. მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს,რომ ჩაის პლანტაციების შენახვა და მოვლა ძალიან ძვირი ჯდება , ვიდრე იმპორტული ჩაი. გამოსავალ ყოველთვის არსებობს და აღნიშნულ სიტუაციაშიც გამოჩნდა იგი,ჩაის პლანტაციების მაგივრად ტერიტორიაზე დაირგო ციტრუსები, რადგან მათ მოვლას ნაკლები ფინანსები და ძალისხმევა ჭირდება.

ქობულეთის ღირსშესანიშნაობები 2

მხარედმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის გახსნა შედგა 2012 წელს,, როდესაც შეგროვდა ღირსეული ექსპონატების კოლექცია გამოფენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმს მხოლოდ ერთი საგამოფენო დარბაზი აქვს, თავად შენობა დიდ ფართობს იკავებს. ყველა ექსპონატი- მასალები გამოფენისთვის შეგროვდა ქალაქის მიდამოებში,მაგალითად ესენი შეიძლება იყოს: საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, იარაღი და ასევე შუა საუკუნეების ავეჯის ელემენტები (სამწუხაროდ მთლიანად არ არის შემონახული).მუზეუმში თქვენ ყველაფერი მოგეწონებათ, ერთი ნივთის გარდა: ექსპონატების აღსერილობა მხოლოდ ქართულ ენაზეა.

ქობულეთის ღირსშესანიშნაობები 3

პლიაჟი

ქობულეთის სანაპიროზე თქვენ ნახავთ,როგორც ხალხმრავალ ადგილებს, ასევე ადგილს სადაც შეგეძლებათ განმარტოვებით დასვენება. ქობულეთის სანაპიროზე დასვენება ყველა ასაკის ადამიანს მოუხდება: ბავშვებისთვის მოსაწონია წყალში პრთხილი შესასვლელი, ახალგაზრდებს მოეწონებათ სანაპიროზე განლაგებული ბარები და ღამის კლუბები და მოხუცებულთათვის არის სპეციალურად აღჭურვილი სანატორიუმები.სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში ბევრად მეტი გასართობია ბავშვებისთვის.

ქობულეთის ღირსშესანიშნაობები 4

ციცინათელა

ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ გასართობ პარკ ციცინათელას. მისი გახსნა მოხდა 2006 წელს , იგი თავისი დასახელებით „ციცინათელა“ იზიდავს დამსვენებელს თავისი კაშკაშა განათებით. პარკი მუშაობს მხოლოდ საღამოს ექვსი საათიდან შუაღამემდე. პარკში შესასვლელად არ იხდით არც ერთ თეთრს,მაგრამ ატრაქციონებით სარგებლობისთვის მოგიწევთ გადახდა.

ქობულეთის ღირსშესანიშნაობები 5
periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის
საქართველოს, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს თავისი მახასიათებლები, ეს ეხება კულტურას და ტრადიციებს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობითა და გულთბილობით.
ვრცლად