ამ სტატიაში გაეცნობით ბორჯომის და მის გარშემო ყველა უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობებს. თუ ადრე სიტყვა „ბორჯომი“ თქვენში მინერალური წყლის ასოციაციას იწვევდა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ქალაქზე ბევრათ მეტს გაეცნობით და აღმოაჩენთ ყველა იმ სილამაზეს, რითაც ამაყობს ბორჯომი.
ბორჯომის საბაგირო გზა ზომით საგრძნობლად განსხვავდება ბათუმის გზისგან. იგი ბევრად მოკლეა და გზაზე მხოლოდ ერთი კუპე. ის კარგადაა დამაგრებული და არ ქანაობს მგზავრობისას, შეგიძლიათ იმგზავროთ მდგომიარემ, ეს ნებადართულია, მხოლოდ მოაჯირზე ხელჩაკიდებული. ულამაზესი ხედი ხეობაზე გარანტირებულია.
მდებარეობს საბაგირო გზის ზედა გაჩერებასთან ახლოს. დიდი ხანი ლოდინი არ მოგიწევთ სანამ ბორბალი გაივსება, შეიძლება ორი პიროვნება ერთად. სიმბოლური გადასახადით მიიღებთ უამრავ ემოციებს, შთაბეჭდილებებს და მოსაგონებს ქალაქ ბორჯომზე ციტის ფრენის სიმაღლიდან.
ტაძარი შედარებით ახალი აშენებულია, რამოდენიმე წლის წინ მამა სერაფიმემ, უშვალოთ მანვე მიიღო მონაწილეობა ტაძრის მოხატვაში. ტილოს ქვეშ შეგიძლიათ ნახოთ დიდი სალოცავი ქვა, ჭა, ტაძრის ტერიტორიაზე ცარიელი ვოლიერია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მანდ ადრე დათვი ცხოვრობდა, მაგრამ შეეცოდათ და გაუშვეს.
დღეს დღეობით ეს სახლი მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტია, მაგრამ ოდესღაც მირზა-რიზა-ხანის საზაფხულო რეზიდენცია იყო და სპარსელი კონსულის პროექტის მიხედვითაა აშენებული. მშენებლობა 1892 წელს დამთავრდა, სახლი ცენტრალურ პარკთან ახლოსაა, ფეხითაც შეიძლება გასეირნება.
2005 წელს რესტავრირებული, მანამდე პარკი ფაქტიურად მიტოვებული იყო. ცნობილია პირველ რიგში უფასო მინერალური წყლის წყაროთი, ასევე ატრაკციონებით, რომლებზეც ბავშვები გიჟდებიან. ასევე ტურისტები იტაცებენ გირჩის მირაბებს, არა მხოლოდ საოცარი გემოს გამო, არამედ უმეტესად სასუვენირედ.
ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი 76 ჰეკტარზეა გადაჭიმული და ერთი დღეც არ გეყოფათ მის შესასწავლად. იგი განსხვავდება იმით, რომ აქ სხვადასხვა ლანდშაფტია: აქ იპოვით მხატვრულ მდელოებს, ულამაზეს ტბებს და აუღწერელ მთის მასივებს. ნაკრძალის ფაუნა მრავალფეროვანია, აქ საქართველოსთვის იშვიათი ჯიშებია წარმოდგენილი: ველური ტყის კატა, კავკასიური წინთელი ირემი, ოქროსფერი არწივი.