სასმელი წყალი საქართველოში!

სხვა და სხვა ქვეყნის სტუმრობისას, ყოველთვის გიჩნდებათ კითხვა, რომელსაც ეკითხებით სასტუმროს რეცეფშენს:შეიძლება წყალი ონკანიდან დავლიოთ? ჩვენ პრაქტიკაში იყო ბევრი ტურისტი, რომლებიც, კბილების გასახეხადაც ეგვიპტეში იყენებენ ბოთლის წყალს, ძალიან ეშინოდათ დიარეის.

სტანდარტული პასუხი, რომელსაც მოისმენთ საქართველოში მაცხოვრებლებისგან: დალიეთ წყალი ონკანიდან, უპრობლემოდ, ნებისმიერი ადგილობრივი მაცხოვრებელი თავისუფლად დალევს წყალს ონკანიდან.

არ იჩქაროთ გახარება და დალევა წყლის

წყლის სიმდიდრე

საქართველო ძალიან მდიდარია მტკნარი წყლით, აქ ბევრი მდინარეები და სათავეებია, თქვენ ალბათ იცით და გაგისინჯავთ ქართული გემრიელი მინერალური წყლები. ეს მხოლოდ ბრენდი არაა, ეს მართლაც სამკურნალო, მაგიდის წყლებია.

თბილისში სეირნობისას უნებურათ ხვდებით, რომ გარშემო ყველგან წყლის შრიალი ისმის, ქალაქის ცენტრშიც. პირველი ფიქრი:გასკდა კანალიზაცია ან წყალგაყვანილობა. მაგრამ მოგვიანებით იგებთ, რომ ეს წყლის სათავეებია. ქალაქის ცენტრშიც, ქუჩებში, კლდეები, გაჟღენთილია მთის წყლების სათავეებით, რომლის დალევაც შეიძლება.

კურორტების ან ღირსშესანიშნაობების სტუმრობისას ხშირად შეამჩნევთ უბრალო ონკანებს ქუჩაში. ამ ონკანებიდან თავისუფლად შეგიძლიათ დალიოთ წყალი. წყალი ძალიან გემრიელია.

საქართველოში უმიზეზოდ არ უშვებენ ბევრ მინერალურ წყლებს, რომლებსაც ბეჭდავენ და მთელს მსოფლიოში აგზავნიან. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო საქონელი.

წყალი თქვენს ონკანშიც სუფთაა, მისი დალევა შეიძლება, პირი დაიბანოთ ან თუნდაც იბანაოთ, ჩათვალეთ, რომ მინერალური წყალი მოდის თქვენს ონკანებში სახლსა თუ სასტუმროში.

წყლის დალევა არ შეიძლება

მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გირჩევთ დალიოთ წყალი, არა ბოთლის წყალი. რატომ? პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ რამოდენი დღის მიღების შემდეგ თვენ გაგიღიზიანდებათ კუჭი. რატომ წყალი ხომ სუფთაა? ის სუფთა და ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი კუჭი არაა მას მიჩვეული და საეჭვოა 10 დღეში მიეჩვიოს. ამიტომ თავი შეიკავეთ.კბილების გამოხეხვა რაღათქმაუნდა შეიძლება, მაგრამ თუ არ გინდათ რამოდენიმე დღე საპირფარეშოში გაატაროთ, იყიდეთ ბოთლის წყალი დასალევად ან ჩაის მოსამზადებლად.

თუ თქვენ თავს ძლიერად თვლით, მაშინ დალიეთ ნებისმიერი ონკანის წყალი.

periodicals photo
ყველა სანაპირო საქართველოში:სრული რეიტინგი
ტოპ-ლისტი საქართველოს სანაპირო,ყველა სანაპირო გამოვიკვლიეთ და გაწვდით მთლიან დახასიათებას.
დიდი
periodicals photo
ტოპ 25ადგილი რომელსაც უნდა ეწვიოთ ბათუმში
ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეიძლება ნახოთ ბათუმში, ყველაზე საინტერესო ექსკურსიები გიდის გარეშე, ტოპ 25 ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ, როდესაც იქნებით ბათუმში.
დიდი