WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები

თბილისში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობები და აღნიშნულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ყველაზე საინტერესოს და ცნობილს. ყველა მათგანი თავისებურად უნიკალურია და თითოეულ მათგანს უნდა დავუთმოთ გარკვეული დრო. წავიკითხოთ და ვისიამოვნოთ.

მშვიდობის ხიდი

ხიდი დააპროექტეს იტალიელმა არქიტექტორებმა 2010 წელს მიქელე დე ლუჩის ხელმძღვანელობით. საქართველოში იგი ჩამოვიდა დაშლილ მდგომარეობაში. ხიდის მოსანახულებლად საუკეთესო დროს საღამოა, როდესაც ყველა 10000 ნათურა სიბნელეში ციმციმებს, რომელიც მორზეს ანბანის მეშვეობით გადმოსცემს, რომ ყველა ერი თანასწორუფლებიანია ერთმანეთის მიმართ.

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები 1

მშრალი ხიდი

ეს არის რწყილის ბაზარი. აქ უკვე დიდი ხანია მუშაობენ გამოცდილი გადამყიდველები, მაგრამ როცა ჯერ ბაზარი არ იყო, აქ ხალხი უფულობის გამო დგებოდნენ ხიდზე, ალაგებდნენ და ყიდდნენ თავიანთ ნივთებს. დროთა განმავლობაში ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამიტომ გამოცდილი გადამყიდველები ახლა აქ ყიდიან ? აქ არ არის დახლები და ავეჟის ნივთები. საქონელი პირდაპირ ასვალტზე დევს ან იყიდება მანქანიდან.

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები 2

რეზო გაბრიაძის თეატრი

რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრი ადვილად შესამჩნევია კოშკზე არსებული საათით. რეზო გაბრიაძის თეატრი 1981 წელს გაიხსნა და მისივე სახელი მიენიჭა. რეზო გაბრიაძე არა მარტო ს თეატრის ხელმძღვანელია, არამედ იგი თვითონ წერს პიესებს , აკეთებს თოჯინებს და „მართავს“ მათ სცენაზე სპექტაკლის დროს. მის ხელში ისინი თითქოს ცოცხლდებიან. თეატრი მდებარეობს ძველი თბილისის ტერიტორიაზე. ასევე ცნობილია იმითაც, რომ აქტიურად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებში.

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები 3

აბანოთუბანი

აბანოთუბანი ან გოგირდის აბანოების კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ძველი თბილისის ტერიტორიაზე,ცნობილია საქართველოს საზღვრებს გარეთაც. თბილისში ჩამოსვლისას ექსკურსიის სავალდებულო ნაწილია გოგირდის აბანოების მონახულება. აუცილებელი არ არის წაიღოთ პირსახოცი ან რაიმე სააბაზანო ნივთი, რადგან აბანოს ნივთის შეძენა შეგიძლიათ გვერძე მაღაზიაში. ერთ-ერთი რეკომენდააციაა- მოიხსნათ სამკაული და შეინახოთ შესანახ სათავსოში (ან დატოვოთ სახლში) , რადგან გოგირდის ორთქლმა შეიძლება დააზიანოს ლითონი და ძვირფასი ქვები, მაგრამ არ ინერვიულოთ ორგანიზმს არანაირ ზიანს არ აყენებს, პირიქით,მოაქვს სარგებელი.

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები 4

ილუზიების მუზეუმი

ინტერაქტიული ილუზიების მუზაეუმი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში იმის გამო, რომ ს თქვენ აქ შეგიძლიათ არა მხოლოდ შეხედოთ ილუზიებს, არამედ მიიღოთ უშუალო მონაწილეობა მათ შექმნაში. ეაეწვიეთ ანტიგრავიტაციულ ოთახს ან ითამაშეთ ლოგიკური თმაშები სხვა ვიზიტორებთან ერთად. თქვენ გაქვთ უსაზღვრო დრო- სერიოზულად, არავინნ არ მოგთხოვთ(უზნეოდ) რომ წახვიდეთ, რამდენი ხანიც გბგნებავთ შეგიძიათ იყოთ მუზეუმში. ყველა „ექსპონატი“ სამ ენაზეა- ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც მუზეუმს უფრო მიმზიდველს და ხელმისაწვდომს ხდის ტურისტებისთვის.

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები 5
periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
საგზაო ჯარიმები საქართველოში
ზომა, სახეობა, ონლაინ შემოწმება, როგორც გადავიხადოთ ჯარიმა, სიტყვები: ჯარიმა, საგზაო, პოლიცია, პატრული, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედი,
ვრცლად