WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

მოძრაობა საქართველოში, ავტომობილის მართვის თავისებურებები

საქართველო არის გაეროს თითქმის ყველა ძირითადი კონვენციის მხარდამჭერი და ხელმომწერი, წესები აქ საერთაშორისოა, მაგრამ არის ნაციონალური მართვის თავისებურებები, წესების დარღვევის და ჯარიმების, რომლის ცოდნაც აუცილებელია.

მოძრაობის მხარე

მოძრაობა საქართველოში მარჯვენა მხრიდანაა, ანუ თქვენ უნდა დაიკაოთ მარჯვენა მხარე, რაც დამახასიათებელია ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის გარდა, დიდი ბრიტანეთისა.საქართველოს გზებზე საკმაო რაოდენობის მარჯვენა საჭიანი ავტომობილია, რომელიც ხშირად გამოიყენება ადგილობრივ მოსახლეობაში. 2016-წლიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე შეიზღუდა საგზაო უსაფრთხოების მიზნით, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში, რადგან ეს იყო ერთ ერთი შემოსავლის წყარო, ექსპორტი და რეექსპორტი მათ შორის იაპონიიდან.

პარკირების წესები

პარკირების წესები სტანდარტულია, პოლიცია არ გაჯარიმებთ არასწორი პარკირებისთვის,საქართველოში პარკირებაზე პასუხისმგებელია სპეციალური პარკირების სამსახური, რომელიც შექმნილია ყველა ქალაქში. თუ ავტომიბილი გააჩერეთ პარკირების საფასურის გარეშე და არა კორექტულად დაჯარიმდებით ან ავტომობილს გადაიყვანენ საჯარიმოზე. დეტალური ინფორმაცია პარკირებაზე და მისი გადახდის წესებზე იხილეთ ჩვენს სტატიაში, გადადით ლინკზე.

სიჩქარის შეზღუდვა

საქართველოს ყველა წერტილში სიჩქარე რეგულირდება ნიშნებით, აქ არ არის გაგება გახსოვდეს რამდენია დაწესებული, სახელმწიფომ და პოლიციამ ყველაფერი გააკეთა თქვენი კომფორტისთვის.  ქალაქში სადაც სიჩქარე 60კმ/სთ, ყოველთვის დგას შეზღუდვის ნიშანი. არ არის აუცილებელი დავიცვათ შეზღუდვა 60კმ/სთ, რადგან არის ადგილები სადაც დგას ნიშნები 70 და 80კმ/სთ.. სიჩქარე ქალაქ გარეთ 90კმ/სთ, ავტობანზე 110კმ/სთ.

დაშვებული გადაჭარბებული სიჩქარე

სიჩქარის გადაჭარბება შეიძლება მხოლოდ 14კმ/სთ დაშვებული სიჩქარის ზემოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით.

ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის

ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისას დიფერენცირებულია იმის მიხედვით თუ თქვენ გადააჭარბეთ სიჩქარე 50კმ/სთ-მდე ან 50კმ/სთ ზევით დაწესებულ შეზღუდვას.

რადარები

ყველა რადარი სტაციონალურია, პოლიცია არ გაჩერებთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის, რადარი აფიქსირებს დარღვევას, იღებს ფოტოს და ავტომატურად ამატებს ჯარიმას პოლიციის ბაზაში, ეს ბაზა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ნებისმიერს შეუძლია მისი ნახვა.ავტო გაქირავების კომპანია მაშინვე ხედავს ჯარიმას და ავტომობილის დაბრუნებისას თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ. არ გნებავთ ჯარიმის გადახდა? პოლიციისგან უსიამოვნება გარანტირებული გავქთ. მათ აქვთ უფლება საზღვარი არ დაგატოვებინოთ.

ველაზე საშინელი დარღვევები

ყველაზე საშინელი საგზაო დარღვევები ეს არის:

  1. ავტომიბილის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში- ჯარიმდება მზღოლი, ავტომობილის მესაკუთრე, მართვის მოწმობის ჩამორთმევა 6 თვის ვადით და საჯარიმოზე გადაყვანა. სულერთია უცხოელი ბრძანდებით თუ ადგილობრივი მოქალაქე. თუ თქვენ დაინახეთ ვინმე ვინც მართავს ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში, არ აიღოთ მისგან მაგალითი. პოლიცია მას მალე დააჯარიმებს.
  2. სიჩქარის გადაჭარბება
  3. უსაფრთხოების ღვედის არ გამოყენება
  4. ნაგვის გადაყრა ავტომობილიდან
  5. შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლა
  6. უწყვეტი ღერძის გადაკვეთა
  7. ტელეფონის გამოყენება ავტომობილის მართვის დროს

დარღვევები, რომელთაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას

  1. მანქანის არ გაჩერება STOP ნიშანთან
  2. გზის არ დათმობა ქვეითი მოსიარულისთვის

რისი გაკეთება არ არის სასურველი

სასურველია არასოდეს არ გააკეთოთ ეს საქართველოში

  1. არ შესთავაზოთ პოლიციელს ქრთამი, თქვენ მომენტალურად დაგიჭერენ
  2. ხმის აწევა ან დაყვირება პოლიციელისთვის
  3. წარუდგინეთ მართვის მოწმობა და პასპორტი- პასპორტს აუცილებლად ამოწმებენ
  4. არ ეკამათოთ, პოლიციას აქვს კარგი დამოკიდებულება ტურისტებთან და თქვენი ზრდილობიანი ურთიერთობა აისახება პოლიციელზე ღიმილით და გისურვებთ კეთილ მგზავრობას, ჯარიმის მაგივრად.

რას შეიძლება შევხვდეთ გზაზე

საქართველოს გზებზე თქვენ შეიძლება დაინახოთ ბევრი უჩვეულო რამ, მიიღეთ ეს როგორც ადგილობრივი ტარების ტრადიცია. არ გაიმეოროთ  იგივე, ეს ეწინააღმდეგება წესებს, მაგრამ ადგილობრივებს იმედი აქვთ რომ არ დაისჯებიან, მაგრამ მათი მოქმედებები ყოველთვის შეუმჩნეველი არ რჩება. ესენია:

  1. უკუსვლით მოძრაობა ანუ მოძრაობის საწინააღმდეგოთ.
  2. ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელზე პარკირება
  3. მოხვევის დროს ციმციმა შუქის ჩაურთველობა
  4. გაუმართავი ავტომობილით მოძრაობა:უბამპეროთ, გაფუჭებული რადიატორით
  5. გაბმული ხმოვანი სიგნალის გამოყენება დასახლებულ პუნქტში
  6. სიჩქარის გადამეტება და გასწრება უწყვეტ ღერძულაზე, ვიწრო გზაზე სადაც ორ ავტომობილს გაუჭირდებათ გვერდის ავლა
  7. რიგის დაკავების გარეშე მოხვევა
  8. გზაჯვარედინის გავლა, ნიშნის (დაუთმე გზა) დაუცველობა

უკვე გეშინიათ? არ შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება!

იმედი გვაქვს რომ ეს სტატია სასარგებლო იქნება თქვენთვის. გზა მშვიდობის.

 

periodicals photo
იქირავეთ ავტომობილის საქართველოში ფასდაკლებით | race.com.ge
მიუხედავად დატვირთული სეზონისა, ჩვენ გთავაზობთ აქციას ,,ბედნიერი საათები“ მათთვის ვინც უკვე საქართველოშია, მაგრამ ჯერ არ უქირავებია ავტომობილი.
დიდი
nophoto
ბათუმი - ზღვა, მზე, ლამაზი შენობები და ავტომობილები
ბათუმის ინსპექტირება არ არის მხოლოდ ისტორიული ღირებულება, ის ასევე არის თანამედროვე შენობები, საცხოვრებელი კორპუსები და ადგილები, სადაც თქვენთვის საინტერესო იქნება რამდენიმე ფოტოს გადაღება, უბრალოდ შეხედეთ და იარეთ მანქანით.
დიდი