ის, რასაც საქართველოს კულტურა კრძალავს.

როდესაც საქართველოს ეწვევით, პირველ რიგში, გაოცდებით თქვენი და ქართული მენტალიტეტისა და ტრადიციების განსხვავებით.

განვიხილოთ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება საქართველოში კატეგორიულად, რათა არ გავიფუჭოთ ურთიერთობა ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან.

ნუ იტყვით უარს სტუმრად დაპატიჟებაზე.

ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ერია და თქვენმა უარმა შეიძლება ძალიან შეურაცხყოს მასპინძელი. ამიტომ, უკეთესია მიიღოთ მიწვევა. თქვენ არავინ გაიძულებთ იჯდეთ სტუმრად რამოდენიმე საათი.საკმარისია შევლა 15 წუთით, რომ გაიცნოთ თქვენი მასპინძელი ოჯახის წევრები და გაიგოთ, როგორ მისდით საქმეები.

არ გაიხადოთ ფეხსაცმელი სტუმრად.

ქართული ტრადიციების მიხედვით, სტუმრები ფეხზე არ იხდიან და მითუმეტეს არ ითხოვენ ოთახის ჩუსტებს. ფეხზე გახდით თქვენ უპატივცემულობას გამოიჩენთ მასპინძლის მიმართ.

სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს არ დალიოთ არაფერი.

საქართველოში სადღეგრძელოს წარმოთქმა - ეს განსაკუთრებული რიტუალია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს .არასდროს არ დალიოთ - წყალიც კი,თუნდაც ძალიან გინდოდეთ და კვდებოდეთ წყურვილით. იტყვიან სადღეგრძელოს და მიირთვით, თუ გნებავთ ბოლომდე. სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ, ყველა სტუმარი ვალდებულია დალიოს.

არ შეურიოთ ჭაჭა და ღვინო.

ქართველები სადღეგრძელოების წარმოთქმის მოყვარულები არიან და ყოველი მათგანის შემდეგ აუცილებელია დალევა. თუ ზოგიერთი სადღეგრძელო ითხოვს მხოლოდ რამოდენიმე ყლუპის დალევას,ზოგის წარმოთქმის შემდეგ აუცილებელია ბოლომდე დალევა, ამიტომ უკეთესია არ შეურიოთ სასმელები, რომ შეძლოთ დღესასწაულზე დროსტარების გაგრძელება და შემდეგ სახლში დამოუკიდებლად დაბრუნება თავგადასავლების გარეშე.

ნუ შეჭამთ ხინკალს ჩანგალით.

საქართველოს ეროვნული კერძი, რომელსაც ყველა ხელით ჭამს. თუ ჩანგალს ჩაარჭობთ - დაკარგავთ ამ კერძის ხიბლს - ნოყიერ ბულიონს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მარტო გაბედეთ და ხინკალს პელმენი დაუძახეთ! ამით ძალიან აწყენინებთ ქართველებს.

არ ჭამოთ მწვადი ჩანგლით.

ეს არ შეურაცხყოფს ქართველებს, თუმცა, გამოიწვევს უამრავ გაკვირვებულ მზერას. საქართველოში მწვადის ჭამაც ხელითაა მიღებული და მას სხვადასხვანაირ საწებელში აწობენ.

ნუ დატოვებთ საჭმელს თეფშზე.

სუფრა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ასპექტია. ქართველები ყოველთვის ცდილობენ სტუმრებზე შთაბეჭდილების მოხდენას თავიანთი მზარეულობის ნიჭით და დახვეწილი კერძებით. უმჯობესია თეფშე ყველაფერი ცოტ-ცოტა დაიდოთ,რომ შემდეგ ბოლომდე მიირთვათ.

periodicals photo
ავტო დაქირავება 27ლარად (10 დოლარად) დღეში
სააქციო შემოთავაზება: აიყვანეთ მანქანა ქირით მხოლოდ 10 დოლარად დღეში, აქციის პირობები და როგორ მივიღოთ მონაწილეობა.
დიდი
periodicals photo
ქუთაისი
ქალაქი ქუთაისის ღირსშესანიშნაობები, ქალაქის ყველაზე საინტერესო და უნიკალური ადგილები, რაც აუცილებლად მიიქცევს ტურისტების ყურადღებას.
დიდი