საქართველო - ქვეყანა თავისი უნიკალური ისტორიით და კულტურით, რომელსაც დღემდე სცემენ პატივს. ეს სტუმართმოყვარე ქვეყანა ყველა ადამიანის გულს დაიპყრობს. იმის მიუხედავად თოვლიანი მთების მოყვარული ხართ თუ მზიანი სანაპიროების. აქ თქვენ იპოვით, რაც თქვენს გულს გაუხარდება.
საქართველოში არის ციცაბო კლდეები, ტყიანი მთები, კავკასიის თოვლიანი მწვერვალები. მთაზე აუსვლელადაც კი შეგიძლიათ შეაფასოთ მათი დიდება,ამისათვის მხოლოდ მზერა შეაჩერეთ მათზე. ყველაზე ცნობილი კავკასიის ქედი საქართველოში - არ არის ერთადერთი მთების ჯაჭვი. ამ ქვეყანაში არის სხვა ქედებიც : ლიხის, თრიალეთის, გომბორის, კვერნაქების, მესხეთის, საგურამო-იალნოს ქედი.
საქართველომ ერთერთმა პირველმა მიიღო ქრისტიანობა მე -4 საუკუნეში,რაც წმინდა ნინოს დამსახურება იყო,ამიტომ მას დღემდე ეთაყვანებიან. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში უძველესი ტაძრებია. მათგან ყველაზე ძველები მე-4-6 საუკუნეს ეკუთვნიან. ისევე როგორც უძველესი ხატები, რიტუალები და ჩვეულებები, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს.
საქართველოს მოქალაქეები - კეთილი და დასახმარებლად მუდამ მზად მყოფნი ხალხია. მათ შეუძლიათ მიგიწვიონ ჭიქა ჩაიზე და გაგიზიარონ თავიანთი ქვეყნის ისტორია, მათი კულტურა და ტრადიციები. ქართველები ცნობილი არიან მათი სტუმართმოყვარეობით. ნუ გამოტოვებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის შესაძლებლობას, ისინი მოხარულნი იქნებიან თავიანთ ცხოვრების პატარა მონაკვეთის უცხოელთან გაზიარებით.
თითქოს არაფერია განსაკუთრებული შავ ზღვაში. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მისი წყლით ირეცხება. საქართველოში ყველა პლაჟი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ბანაობა, სადაც გსურთ. ყველა პლაჟი ქვიანია, გარდა ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე სანაპიროსი, სადაც არის უნიკალური ტერიტორია შავი ქვიშით, რომელიც ითვლება სამკურნალოდ. ბევრი ტურისტი სპეციალურად სტუმრობს ამ სანაპიროს გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.
საქართველოში არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებაა იმის გამო, რომ შენობებს აშენებდნენ სხვადასხვა ერები: არაბები, თურქები, სომხები, გერმანელები. აქედან გამომდინარე, აქ შეგროვილია სხვადასხვა კულტურის ელემენტები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ქუჩებში იტალიური ეზოები, ჩუქურთმები შენობების ფასადებზე და მსგავსი არქიტექტურული ელემენტები.
ქართველები ძალიან კონსერვატორი ერია და ისინი პატივს სცემენ თავიანთ ტრადიციებსა და ჩვეულებებს, რომლებიც წარმოიშვნენ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან. მაგალითად, თამადა დღესასწაულებზე სადღეგრძელოებს ამბობს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ თემატიკაზე.