საქართველო ბავშვებისათვის

საქართველოში ბავშვებს მოსაწყენი დრო არ ექნებათ, თუ სწორად დაგეგმავთ თქვენს მოგზაურობას. ამ სტატიაში ჩვენ გთავაზობთ დაათვალიეროთ ის ადგილები და ღირშესანიშაობები რომლებიც საინტერესო იქნება არა მარტო ბავშვებისათის არამედ დიდებისთვისაც.

ბათუმის დელფინარიუმი.

975 წელს აშენდა უნიკალური დელფინარიუმი საბჭოთა კავშირში. შოუ იმართება ნებისმიერ დროს მიუხედავად დროისა და ამინდის. დელფინარიუმში შესვლის საფასური არც ისე დიდია 40 წუთიანი შოუს სანახავად საჭიროა 15 ლარის გადახდა . თქვენ ასევე შეგიძლიათ იცურაოთ დელფინებთან ერთად, ამის სააფსური განპირობებულია მონაწილის ასაკზე . ფოტო და ვიდე გადაღება დაშვებულია და თან უფასოდ.

მინიატურული საქართველო.

ქალაქ ქობულეთთან მახლობად არის საქართველოს მინიატურული პარკი. ”რეალური ზომის ” არის მხოლოდ კაფეები და მაღაზიები, ყველაფერი დანარჩენი ნამდვილი გულივერებისთვის. მთელი ქვეყანა წარმოდგენილია მცირე დეტალური ქანდაკებების სახით - განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის, ვისაც არ აქვს დრო, რომ გაეცნოს მთელ საქართველოს, მაგრამ აქვს სურვილი შეისწავლოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები. იგი განსაკუთრებით ლამაზია პარკში საღამოობით, როდესაც ირთვება განათება.

ციცინათელა.

2006 წელს ქობულეთში აშენდა გასართობი პარკი ციცინათელა. თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე „ციცინათელა“ იგი იზიდავს ხალხს თავის ნათებითა და ციმციმით. პარკის სამუშაო საათებია 18:00-00:00. პაკში შესვლა უფასოა თუ თქვენ გსურთ უბრალოდ გასეირნება. ატრაკციონებით სარგებლობა კი ფასიანია. სალაროები მდებარეობს შესასვლელთან სასურველია ბილეთები შეიძინოთ შესვლისთანავე რადგანაც შემდგომ დრო არ დაკარგოთ მათ შეძენაში. პარკი მუშობს ივნისიდან სექტემბრამდე სხვა დროს იგი დაკეტილია

მარიონეტბის თეატრი რეზო გაბრიაძე

თეატრი გაიხსნა დაახლოებით 30 წლის წინ და მას შემდეგ ატარებს თავისი დამფუძნებლის სახელს. რეზო გაბრიაძე ცნობილია არა მხოლოდ როგორც დრამატურგი არამედ როგორც ნიჭიერი მოქანდაკე რომელიც დამოუკიდებლად აკეტებთ საკუთარ თოჯინებს და თვითონ წერს პიესებს . თეატრის შენობა მდებარეობს ძველ თბილისში. მას ადვილად იცნობთ საათის კოშკით. თეატრის სცენაზე თოჯინები ცოცხლებივით გამოიყურებიან როდესაც მათ თვითონ რეზო გაბრიაძე აკონტროლებს . თეატრი ასევე ცნობილია მისი საერთაშორისო გასვლებით

ბათუმის აკვაპარკი

ბათუმის აკვაპარკი დღესაც პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ათი წლის გახდა. განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის ცხელ დღეებში . პარკი მდებარეობს შავ ზღვაზე. გორაკების მრავალფეროვნება - შესაფერისია ექსტრემალური სპორტისთვის და მათთვის, ვისაც არ სჭირდება ადრენალინის ახალი დოზა. აკვა პარკში შესვლა 40 ლარი ღირს, მზის ქოლგები და შეზლონგები უფასოა. გახსნის საათები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ბათუმის აკვაპარკის ბარში სასმელების მრავალფეროვნებაა და მათი ფასი არ განსხვავდება ქალაქში არსებული ფასებისგან .

periodicals photo
კლდეში ნაკვეთი ქალაქები და მონასტრები საქართველოში
TOP-3 გამოქვაბულების ქალაქები და საქართველოს სამონასტრო კომპლექსები - ვარძია, უფლისციხე, ვანის-ქვაბები, ცოტა მათი ისტორიის შესახებ
დიდი
periodicals photo
საქართველოს განთქმული მუზეუმები
საქართველოში ყველაზე უჩვეულო მუზეუმები, სადაც დრო გაგიმასპინძლდებათ თქვენთვის, დაუვიწყარი გამოცდილება გარანტირებულია
დიდი