ეს მართვის მოწმობები მოქმედია საქართველოში.

ჩვენს ოპერატორებს ხშირად ეკითხებიან მართვის მოწმობის შესახებ, თუ რომელი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში.ჩვენ დაწვრილებით გვაქვს აღწერილი ინფორმაცია მართვის მოწმობის შესახებ ჩვენს საიტზე და მივუთითეთ კიდეც ის ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც ყველზე ხშირად მოგვმართავენ აღნიშნულ საკითხზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ სტატიაში მითითებული მთელი ინფორმაცია ეფუძნება 1968 წლის გაეროს საერთაშორისო კონვენციას „საგზაო მოძრაობის შესახებ“. ჩვენ ვეყრდნობით ოფიციალურ დოკუმენტებს. ჩვენ ვერ მოგაქირავებთ ავტომობილს, თუ თქვენი მართვის მოწმობა არ შეესაბამება კონვენციის ნორმებს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის,რომ :

  1. თქვენმა მეგობარმა გითხრათ, რომ თქვენი მართვის მოწმობით შეგიძლიათ ...
  2. თქვენი სახელმწიფოს ელჩმა თქვა, რომ ზოგადად ყველაფერი შესაძლებელია ...
  3. თქვენ აყვანილი გყავთ ავტომობილი თქვენი მართვის მოწმობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით და : „თქვენ უნდა მასწავლოთ ეხლა აქ ...“
  4. თქვენ წაიკითხეთ ვიღაცის რომელიღაც საიტზე , რომ ყველას შეუძლია ...
  5. „ მე კატეგორია მაძლევს უფლებას ვმართო თქვენი მანქანა კი არა, არამედ თვითმფრინავი, ყველგანმავალი და კოსმიური ხომალდიც კი და თქვენ კიდე აქ მანქანას არ მაძლევთ“.

ყურადღება! ყველა ეს არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩვენს, პოლიციის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ.

რა არის 1968 წლის კონვენციის ძირითადი მოთხოვნები მძღოლის უფლებებისთვის და რა პარამეტრები არ აკმაყოფილებენ ხშირად:

  1. არ არის ამობეჭდილი გვარი და სახელი ლათინური ასოებით - ამას უკვე ვეღარ შეხვდებით ვერც ერთ მართვის მოწმობაში, მაგალითად, დსთ-ს ყველა მოქალაქეს აქვს დუბლირება ლათინურად,ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის მოქალაქეებისთვის ეს მშობლიური ენაა. ეს პრობლემა ყველაზე შირად გვხვდება არაბული ქვეყნების,ასევე ჩინეთის,ვიეტნამის და სხვა აზიური ქვეყნების მართვის მოწმობებში.
  2. არაა მითითებული კატეგორია „B“ – დსთ-ს ქვეყნებზე არაა ეს პრობლემა (გარდა შემთხვევებისა ,როდესაც თქვენ საერთოდ არ გაქვთ ასეთი კატეგორია), ასეთი კატეგორია არა აქვთ ბევრ არაბული სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს - ისინი იყენებენ კლასებს, ასევე სხვა ასოებს, მაგალითად: კლასი „G“.

რა უნდა მოიმოქმედონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ კატეგორია „В“?

გააფორმეთ საერთაშორისო მართვის მოწმობა - ამას აკეთებენ ასოციაციები,ხოლო ღირებულება შეადგენს 15-85 ამერიკულ დოლარს, რაც დამოკიდებულია დოკუმენტის მოქმედების ხანგრძლივობაზე და მისი დამზადების სისწრაფეზე 1-7 დღე. ასეთი მართვის მოწმობის გასაფორმებლად თქვენ მოგთხოვენ საფასურის გადახდას, 2 ფოტოსურათს და თქვენი ქვეყნის მართვის მოწმობას.

ყურადღება! !! ჩვენ არ ვაფორმებთ საერთაშორისო მართვის მოწმობას. ჩაწერეთ საძიებო ფრაზა Google-ში „ საერთაშორისო მართვის მოწმობა“ ან „ ინტერნაციონალური მართვის უფლება“.

საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომელსაც თქვენ დაამზადებთ , გამოიყენება თქვენს ნაციონალურთან ერთად, მას დამოუკიდებლად ვერ გამოიყენებთ .

საერთაშორისო მართვის მოწმობა შეიძლება იყოს როგორც წიგნაკის ,ასევე პლასტიკური ბარათის სახისაც - თუმცა ორივეს გ ერთიდაგივე ძალა აქვს.

რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების ,კანადის,თურქეთის და ა.შ მართვის მოწმობები, ისინი ხომ ლათინურად არის შევსებული?..

ამ ქვეყნებმა შეასრულეს 1949 წლის ჟენევის კონვენციის საგზაო მოძრაობის პირობები.თუმცაღა მათ არ მოაწერეს ხელი 1968 წლის გაეროს კონვენციას. ზემოთ მოხსენიებულ ქვეყნებში გამოიყენება კლასები, რომლებიც მოქმედებენ შთანთქმის გზით, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ კლასი „G“ , თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოტოციკლი, ავტომობილი, ავტობუსი ( კლასი მითითებულია ზოგადად და არ მიეკუთვნება არც ერთი მითითებული ტრანსპორტის კატეგორიას). ევროპულ სისტემაში, ანუ 1968 წლის კონვენციის სისტემაში, შთანთქმის გზა არ არსებობს, ყოველი კატეგორია მიეკუთვნება განსაზღვრულ ტრანსპორტს. ადამიანს,რომელსაც აქვს კატეგორია „B“, შეუძლია მართოს მსუბუქი ავტომობილი, მაგრამ არ შეუძლია მართოს მოტოციკლი, იმის მიუხედავად რომ კატეგორია „A“ რიგით დაბლაა. ასევე ადამიანს „D“ კატეგორიით , რომელსაც არა აქვს კატეგორია „B“ , არ შეუძლია მართოს მსუბუქი ავტომობილი.

არ გააკეთოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა!

ჩვენ გვაქვს ახალი სერვისი, ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით დაზღვევას, რომლის მეშვეობითაც, თქვენთვის აღარ იქნება სავალდებულო საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება. საკმარისი იქნება, თუ თქვენი მართვის მოწმობა შევსებულია ლათინური ასოებითაც.

უბრალოდ შეუკვეთეთ ჩვენთან ეს დაზღვევა და გადაადგილდით საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მართვის მოწმობის გარეშე.

ამ დაზღვევის ღირებულებაა 50 ამერიკული დოლარი ავტომობილის დაქირავების მთელ პერიოდზე. თანხა დააზუსტეთ მენეჯერთან შეკვეთის მიცემის დროს.

მართვის მოწმობის მაგალითები

ჩვენ მოვიყვანთ მართვის მოწმობის მაგალითებს , რომლები მოქმედია და რომლები არა, ყველა ასლი აღებულია ღია ინტერნეტ სივრცის წყაროებიდან, ფოტოებზე მითითებული მონაცემები შეიძლება არ ემთხვეოდეს ან არ იყოს მოქმედი ან არ ეკუთვნოდეს მათზე მითითებულ პირებს.

ჩვენ არ ვიყენებთ არც ერთი ჩვენი კლიენტის მონაცემებს, რომელიც სარგებლობდა ან უნდოდა ესარგებლა ჩვენი მომსახურებით, რადგანაც ჩვენ გვესმის, რომ დაუშვებელია თქვენი მონაცემების გამოქვეყნება ღია რეჟიმში.


მოქმედი მართვის მოწმობის მაგალითები:

არა მოქმედი მართვის მოწმობის მაგალითები:

periodicals photo
ავტო დაქირავება 27ლარად (10 დოლარად) დღეში
სააქციო შემოთავაზება: აიყვანეთ მანქანა ქირით მხოლოდ 10 დოლარად დღეში, აქციის პირობები და როგორ მივიღოთ მონაწილეობა.
დიდი
periodicals photo
ქუთაისი
ქალაქი ქუთაისის ღირსშესანიშნაობები, ქალაქის ყველაზე საინტერესო და უნიკალური ადგილები, რაც აუცილებლად მიიქცევს ტურისტების ყურადღებას.
დიდი