WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

ტოპ 25ადგილი რომელსაც უნდა ეწვიოთ ბათუმში

აქ განვიხილავთ ტოპ ადგილებს ბათუმში, რომელიც უნდა ნახოთ, ზოგი ადგილები თუნდაც ფოტოს გადასაღებათ, ზოგი კი უბრალოდ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ძირითადად, უმეტესი ადგილები თანამედროვე შენობა ნაგებობებია, რომლებმაც შექმნეს ბათუმის გარეგანი სახე.

  1. კოშკი ჭაჭა- კოშკი ონკანით, აქედან თქვენ შეგიძლიათ დალიოთ ნამდვილი ქართული ჭაჭა. ჭაჭა არის სეზონზე.
  2. ალი და ნინოს ქანდაკება-ულამაზესი ქანდაკება ქალისა და მამაკაცის საწყისის. თანამედროვე, შექმნილია მეტალისგან, დინამიურია.
  3. Ali and Nino Race
  4. ეშმაკის ბორბალი-ბათუმის სიმბოლო, თქვენ მას ხედავთ ყველა მხრიდან ბათუმის ფოტოებზე.
  5. ქართული ანბანის კოშკი-კოშკის თავში მდებარეობს რესტორანი, რომელიც ლამაზად ნათდება ღამით.უჩვეულო ფუტურისტული შენობა. მუშაობს ლიფტი, ასევე შეგიძლიათ კიბითაც ახვიდეთ.
  6. აგრარული უნივერსიტეტის შენობა მოოქროვილი ატრაქციონით სახურავზე-სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს. იგი ააშენა ბენდუქიძემ. შენობის სახურავზე განთავსებულია საქანელა რომელიც არის ოქროსფერი.
  7. შადრევნებიანი მოედანი სადაც მდებარეობს ქორწინების სახლი-ქორწინების სახლი, რომელიც წააგავს გედის კუდს, დიდი მოედანი შადრევნებით და ხიდებით. აქ ბავშვებს უყვართ სირბილი, ძალიან უხარიათ როდესაც შადრევნისგან იწუწებიან. ეს ისეთ სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ საღამოს.
  8. ზაფხულის პარკის ხეივანი, კოლონადა და ბამბუკის კორომი - მიდის პირდაპირ ქორწინების სახლიდან საზაფხულო თეატრთან, გაისეირნეთ,სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა.
  9. საზაფხულო თეატრი-ეს შენობა უფრო მეტად გავს იაპონურ ან ჩინურ სტილს, რომელიც განკუთვნილია წარმოდგენების გასამართათ.
  10. ტოპ 25ადგილი ბათუმში 2
  11. სასტუმრო შერატონი-მონუმენტალური შენობა, ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო სასტუმროა ბათუმში. მაღალი შენობა, ძალიან ლამაზია
  12. შენობა და ქანდაკება გალიებით- ძალიან ახლოს შერატონთან შექმნილია ქანდაკება, რომელიც გვაგონებს გალიას. გვერდით მსგავსი ორნამენტია დატანილი შენობაზე. ლამაზად და უჩვეულოდ ნათდება ღამით.
  13. ტოპ 25ადგილი ბათუმში 3
  14. იაპონური ბაღი სასტუმრო ჰილტონში- სასტუმრო ჰილტონთან ახლოს განთავსებულია იაპონური ბაღი ტრადიციულ დეკორში და სტილში. შეგიძლიათ გაიაროთ ორ მონოლიტურ ჰილტონის ტყუპებთან, ეს სატუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტებია, რომელიც საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელობაშია.
  15. ტოპ 25ადგილი ბათუმში 4
  16. ბათუმის თეატრის წინ მოედანზე, ი.ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის წინ არის ლამაზი შადრევანი გაკეთებული ძველ ბერძნულ სტილში, მასზე გამოხატულია ქალღმერთები რომელთა მკერდიდანაც მოედინება წყალი, რომელიც გვირგვინდება ნეფტუნის შადრევანით.
  17. მედეას მოედანი-ერთ ერთი ყველაზე დიდი მოედანია ბათუმში, განლაგებულია ლამაზი სკულპტურა, რომელიც მოგვითხრობს ძველ ისტორიას- ლეგენდას აჭარაზე და საქართველოზე.
  18. ასტროლოგიური საათი- აქვე მოედანზე მედეას ახლოს განთავსებულია საინტერესო სახლი, საინტერესო საათით, რომელიც დროს საერთოდ არ აჩვენებს.
  19. პიაცის მოედანი-სასტუმრო კომპლექსი, რესტორნები, შუაგულ ბათუმში, აქ თქვენ სასიამოვნო დროს გაატარებთ, ნახავთ ლამაზ არქიტექტურას, მიმსგავსებული ვენეციურ სან მარკოს მოედანს. Open space, მუსიკა და ცეკვები, ეს ყველაფერი თბილი ევროპული საღამოებისთვის.
  20. ტოპ 25ადგილი ბათუმში 5
  21. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი-პიაცის ახლოს, რესტავრირებული ტაძარი, საშუალო ზომის, მაგრამ რაღაცნაირი შესახედაობის. თვალს იზიდავს და დიდი სურვილი გიჩნდებათ შეხვიდეთ. შესვლა თავისუფალია.
  22. მეჩეთი თურქულ უბანში-იგი ფუნქციონირებს, აქ არიან თურქი მიმდევრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც მუსულმანობას ახსარებენ.
  23. 6-მაისის პარკი გემებით და დელფინარიუმით-პარკი ზოოპარკით (საკმაოდ ღარიბი), ეხლა უფასოა, აქ არის ატრაქციონები ბავშვებისთვის და ხელოვნური ტბა, რომელზეც შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ.პარკში არის ლამაზი შადრევანი რომელიც იმიტირებს დიდ ქვას, რომელსაც წყლის ძალა იჭერს. ამ პარკში განლაგებულია დელფინარიუმი სადაც დღის მანზილზე სამი წარმოდგენა იმართება, დელფინებთან ბანაობა დაშვებულია. წარმოდგენები შესანიშნავია, ბილეთის ფასი კი ხელმისაწვდომია.
  24. ბათუმის პირველი McDonald’s-დიზაინერული შენობა, ერთი მთელს მსოფლიოში.შენობა აგებულია კასკადურად, აქ არის გახსნილი ბაღები რესტორნის ტერასაზე, რომელიც აგრეთვე გათვლილია ბენზინგასამართი სადგური სოკარის სახურავად. ერთი შეხედვით რთული გასარჩევია ეს რესტორანია თუ ბენზინგასამართი სადგური.
  25. იუსტიციის სახლი, მომღერალი შადრევანი-ეს შენობა პირველი აშენდა ამ ახალ აშენებულ უბანში.სულ რაღაც 5 წელიწადში ეს რაიონი შეივსო უზარმაზარი ნაგებობებით. იქვე ახლოს არის პატარა ტბა და მომღერალი შადრევნები ლაზერული შოუთი. ზაფხულში შოუ ტარდება ყოველ დღე 22:00 საათზე, ბალეტის ლაზერული პროექცია და სხვაა წყლის შადრევანზე.
  26. ორბის კოშკი, სასტუმრო კოლიზეი-თანამედროვე და ლამაზი შენობები ერთადაა თავმოყრილი, სასტუმრო კოლიზეი, ორბის კოშკი, რესტორნები თითქოს თავდაყირა დგანან.
  27. ტოპ 25ადგილი ბათუმში 6
  28. სავაჭრო ცენტრი Metro city, სასტუმრო ეიფორია და ულამაზესი პარკი- სრულიად ახალი შენობები, აშენებული რამოდენიმე წლის უკან. აქ ძალიან ლამაზი პარკია, ასევე დიდი სავაჭრო ცენტრი. ეს ერთადერთი მოლია ბათუმში.სასტუმრო ეკუთვნის თურქებს და იგი აშენებულია მკაცრად თურქული სასტუმროების მსგავსად.
  29. ტოპ 25ადგილი ბათუმში 7
  30. სანაპირო აეროპორტით- შორიახლოს სავაჭრო ცენტრი Metro city მდებარეობს სანაპირო, რომელიც ემიჯნება ასაფრენ ბილიკს. აქ გარუჯვას თუ გადაწყვეტთ შეძლებთ თვითმფრინავებს უყუროთ, რომლებიც თქვენს თავზე ფრინავენ, გადაიღეთ ლამაზი ფოტოები თვითმფრინავის ფონზე.
  31. ძველი ქალაქი-კოლორიტი, აღდგენილი შენობები და ულამაზესი ძველი ბათუმი. მათ ვისაც უყვართ ქალაქი ძველი ფორმატის, როგორიცაა პრაღა, ლვოვი, გაიზიარებენ და შეუყვარდებათ ძველი ბათუმის კოლორიტი. მეტად ლამაზია აღდგენილი შენობები, რომლებიც ჰარმონიაშია ძველ ქალაქთან.
  32. ტოპ 25ადგილი ბათუმში 8
  33. ფუნიკულიორი ფერიას მთაზე, ხალხმა მას შეარქვა "ფანტომასის მთა"-პორტის სანაპიროზე არის ფუნიკულიორის შენობა, რომელიც შუშის კაბინით აგიყვანთ მაღლა მთაზე, მთიდან ულამაზესი ხედი იშლეა კარგ ამინდში, გადასახედი მოედანი და კაფე. გზად თქვენ დაინახავთ ქალაქს როგორც ხელის გულზეადგილობრივი ეზოები, სასაფლაოები, პარკები და კერძო სახლები დიდი ტერიტორიებით.
  34. ტოპ 25ადგილი ბათუმში 9

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბათუმი ძალაინ მოგეწონებათ, კიდევ მოგინდებათ დაბრუნდეთ ამ თბილ და მზიან ქალაქში.

periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
საგზაო ჯარიმები საქართველოში
ზომა, სახეობა, ონლაინ შემოწმება, როგორც გადავიხადოთ ჯარიმა, სიტყვები: ჯარიმა, საგზაო, პოლიცია, პატრული, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედი,
ვრცლად