WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

პოლიციის განყოფილება საქართველოში

რეფორმების შემდეგ, საქართველოში შესანიშნავად მუშაობს პოლიცია. საქართველო ერთ ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. აქ ძალიან დაბალი მაჩვენებელია ქურდობის და დანაშაულების. ავტომობილებს და ტელეფონებს არ იპარავენ, მაგრამ რაღაც ეპიზოდები ხდება.


რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს პოლიციაზე

  1. პოლიციელი თვქნი მეგობარი და დამხმარე, ყოველთვის მოვა დასახმარებლად და ყველაფერს სამართლიანად გააკეთებს.
  2. პოლიციელი ქრთამს არ იღებს, არც ეცადოთ შეთავაზება, უსიამოვნებაში გაეხვევით
  3. არ ეკამათოთ პოლიციელებს, მათი მხრიდან არ გექნებათ ზედმეტი პრობლემა
  4. საქართველოში არაა საგზაო პოლიცია, ქვეითს და საავტომობილო პატრულს თანასწორი უფლებები აქვთ, დანაშაულის რეგისტრაციიდან დაწყებული, დამნაშავის დაკავების, მოძრაობის რეგულირების და ჯარიმის გამოწერით დამთავრებული.
  5. პოლიციელების მუშაობა გამჭვირვალეა, პოლიციის შენობებიც კი შუშისაა.

როგორ მუშაობს პოლიცია

პოლიციის მუშაობა სრულად ავტომატიზირებულია, დანაშაულზე რეაგირება პატრულის მხრიდან 2-3 წუთში ხდება. ხშირად დანაშაულის ჩადენისას პატრულს არ იძახებენ, მაგრამ ისინი დამოუკიდებლად მოდიან, ისინი რეაგირებას ახდენენ სათვალთვალო კამერების საშუალებით.

პოლიცია ერთ ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამსახურია, იდინი აღჭურვილები არიან თანამედროვე ავტომობილებით და სპეც ტექნიკით.

არ ღირს პოლიციის მანქანებთან შეჯიბრი, ისინი მაინც ჩქარები და ძლიერები არიან.


პოლიცია კეთილია ტურისტების მიმართ მაგრამ დაუნდობელია დამნაშავეებისადმი

თუ თქვენ არღვევთ წესებს, მითუმეტეს უხეშად. მაგალითად, გადაადგილდებით ავტომობილით არაფხიზელ მდგომარეობაში, უხეშად არღვევთ საგზაო წესებს, ეს ყველაფერი ცუდათ აისახება საგზაო მოძრაობაზე და პოლიცია რეაგირებას მკაცრად მოახდენს.


როგორ გამოვიძახოთ პოლიცია

როგორ გამოვიძახოთ პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახური, აუცილებელია ავკრიფოთ გაერთიანებული ნომერი 112. ისინი საუბრობენ რუსულად. შეატყობინეთ პრობლემის შესახებ და თქვენთან ძალიან სწრაფად მოვლენ.


ჯარიმის გადახდა

თუ თვქნე დაჯარიმდით ადმინისთრაციული წესით პოლიციის მხრიდან, მისი გადახდა აუცილებელია 10 დღის ვადაში. გადახდა ადგილზე არ ხორციელდება, ჯარიმის გადახდა ხდება მხოლოდ ბანკში. თუ თქვენთვის რთულია გადახდა მოგვმართეთ ჩვენ დაგეხმარებით.


პოლიციის მოთხოვნების იგნორირება

პოლიციის მოთხოვნების იგნორირებამ, ჯარიმის არ გადახდამ, შეიძლება მიგვიყვანოს დეპორტაციამდე ან აგეკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა.

თუ თქვენ არ გადაიხადეთ პოლიციის ჯარიმა, ჯერ გაორმაგდება, შემდეგ გასამმაგდება და ასე გაიზრდება 10ჯერ, თქვენ ის არ გადაიხადეთ, თქვენთვის ხომ სულერთია, თქვენ გაემგზავრეთ და მორჩა. თუ თქვენ ჩამოხვალთ 10 წლის შემდეგაც, თქვენ ავტომატურად გექნებათ მართვის მოწმობა ჩამორთმეული. პოლიციამ გაგაჩერათ, თუნდაც საბუთი ხელზე გქონდეთ მაინც მოგიწევთ დამატებითი ჯარიმის გადახდა.


იმეგობრეთ პოლიციასთან და დაიცავთ წესები იმ ქვეყნის სადაც იმყოფებით.

periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
საგზაო ჯარიმები საქართველოში
ზომა, სახეობა, ონლაინ შემოწმება, როგორც გადავიხადოთ ჯარიმა, სიტყვები: ჯარიმა, საგზაო, პოლიცია, პატრული, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედი,
ვრცლად