WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

ადგილები სადაც შეზღუდულია

მოცემულ ტერიტორიებზე არარეკომენდირებულია ავტომანქანის ექსპლუატაცია, ასევე ხელშეკრულების პირობების თანახმად, ავტომანქანის ექსპლუატაცია ამ ტერიტორიებზე აკრძალულია. მითითებულ ტერიტორიებზე მანქანის გადაადგილებისას, თქვენ დაჯარიმდებით მანქანის დეპოზიტის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300(სამასი) ამერიკული დოლარის ეკვივალენტისა.

ადგილები საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შეზღუდულია ჩვენი ავტომანქანების გადაადგილება:

  1. ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები:

    • სამხრეთ ოსეთი
    • აფხაზეთი
  2. ზემო ომალო თუშეთში – დაშვებულია მოძრაობა წელიწადში მხოლოდ 2 თვე, ნალექის არარსებობისას.
  3. გზა სვანეთში, საბაგირო გზის შემდეგ მესტიიდან უშგულამდე – უგზოობაა, საშიშია გადაადგილება
  4. მოკლე გზა ბათუმიდან ახალციხეში, გზის ნაწილი ქედა-ადიგენი – გზის ნაწილის არარსებობა, სედანით გავლა შეუძლებელია, ჯიპით რთულია.
  5. გზა უშგულიდან ლეჩხუმის გავლით, გზა ქუთაისის გავლით – გზა საერთოდ არ არის და მისი მოძებნა რუკაზე ძალიან ძნელია. ტურისტების ნაწილი მაინც ახერხებს იქ ასვლას. გზა არარსებობს,ჯიპით გავლაც ძნელია
  6. საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლა– მხოლოდ სპეციალური დაზღვევის და საბუთების მიღების შემდეგ, რომლითაც შეძლებთ საზღვრის გადაკვეთას.

ყოველ ხელშეკრულებას თან ერთვის ამ ტერიტორიების რუქა.

რატომ ვკრძალავთ ამ ტერიტორიებზე გადაადგილებას?

  1. ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრება – ეს კანონსაწინააღმდეგოა და საზღვარზე არ გაგიშვებენ. საზღვარგარეთ გამგზავრებისას კეთდება სპეციალური საბუთები, დაზღვევა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლა შეუძლებელია კონფლიქტის გამო , ასევე ქაკართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება არ რეგიონებზე.
  2. გზებზე გადააგილება შეზღუდულია, გზის სახიფათო მონაკვეთების გამო - გზის ცუდი საფარის გამო რაც დაკავშირებულია ავტომანქანის მნიშვნელოვან ტექნიკურ დაზიანებებთან და არასტანდარტულ ცვეთასთან, სახიფათოა სიცოცხლისათვის. ეს საფარი არ არის და შეუძლებელია ამ ტერიტორიებზე გადაადგილება.

მაგალითისათვის! ბევრს უნდა გამგზავრება ქედა-ახალციხის გზით, არ არის პრობლემა შეგიძლიათ გაემგზავროთ ბათუმიდან ქედამდე ან თბილისიდან ახალციხემდე, მშვენიერი გზაა, შემდეგ-საშინელებაა. თუ საშუალოდ თქვენი სიჩქარე 60-90 კმ/სთ, ახალციხე ქედის მიმართულებით თქვენ დაგჭირდებათ 4-6 საათი 30-40 კილომეტრის გასავლელად.

ჩვენ ხშირად დავდივართ გზის ამ მონაკვეთების სანახავად. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გავჩერდით მერცედესის ს კლასის (W222) ტიპის ავტომობილთან რომელიც ნავიგაციამ შეაცდინა და მოვუწოდეთ უკან დაბრუნებულიყო რაზეც მან გვიპასუხა რომ უკვე ორი მდინარე გადაიარა და ძალიან დაუზიანდა მანქანის ძარა ქვემოდან და აღარ აპირებდა იგივეს განმეორებას და უნდოდა წინ წასვლა იმის იმედით რომ წინ უკეთესი გზა იქნებოდა.ჩვენ ვტიროდით! შეგვეცოდა მანქანა,ტურისტი,რომელსაც გზა შეეშალა.

გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება ჩვენს რეკომენდაციებს. ჩვენ გვესმის რომ ვიღაცისთვის სულერთია.. თუ თქვენ იმ კატეგორიიდან ხართ, ჩემი არ არის და არ მეცოდება, ჩვენ საერთო გზა არ გვაქვს.

რა მოხდება თუ თქვენ აკრძალულ ზონაში შეხვალთ.

  1. თქვენ დაჯარიმებული იქნებით თქვენივე სადეპოზითო თანხით არანაკელ (300$) ექვივალენტი ლარში
  2. როგორც კი თქვენ გადაკვეთავთ აკძალული ტერიტორიების საზღვარს თქვენი ავტომობილი დაიბლოკება, ჩაქვრება ავტომატურად ან უმოკლეს დროში. შემდგომში დაგვირდებათ სპეც. ტექნიკა მის გადასაადგილებლად.

ცნობისათვის: მანქანის ევაკუატორით უშგულიდან ბათუმში ჩამოყვანა დაჯდება 600 ლარი, ანუ 240-250 დოლარი..

თუ თვენ ფიქრობთ რომ ამ სტატიის წაკითხვის მერე თქვენ არსად არ გაქვთ წასასვლელი? თქვენ ცდებით! ჩვენ მილიონობით შესანიშნავ ადილს შემოაგთავაზებთ სამოგზაუროთ, სადაც თქვენ გადაადგილდებით უსაფრთხოდ და არ გაიფუჭებთ თქვენ შვებულებას ან არდადაგებს. წაიკითხეთ ჩვენი საიტი, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები.

დაგრჩათ კითხვები? მოგვწერეთ ჩვენ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ პასუხებს ან მოვამზადებთ მასალას ამ საკითხთან დაკავშირებით.

periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
საგზაო ჯარიმები საქართველოში
ზომა, სახეობა, ონლაინ შემოწმება, როგორც გადავიხადოთ ჯარიმა, სიტყვები: ჯარიმა, საგზაო, პოლიცია, პატრული, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედი,
ვრცლად