WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

სანაპირო ბათუმში

ქირავდება ავტომობილი ბათუმში

ბათუმი ეს მხოლოდ ზღვა, ხილი და ღვინო არაა, ეს ძალიან ლამაზი ქალაქია სადაც ბევრი ახალი შენობაა, თუმცა აქ  ძველი აჭარული კულტურა და საბჭოთა მემკვიდრეობები შერეულია თანამედროვე XXI საუკუნის არქიტექტურის შედევრებთან.

დავიწყოთ საბაგირო გზით

ვიწყებთ ჩვენს გზას საბაგიროსთან, რომელსაც მივყავართ მაღლა მთებში, გადმოსახედთან. თუ თქვენ გაგიმართლათ და დღე გამოდგა მზიანი დაინახავთ მთლიან ბათუმს როგორც ხელის გულზე, სუფთა მთის ჰაერი თავბრუს დაგახვევთ. დაბრძანდით, აქ არის პატარა მყუდრო კაფე, დალიეთ ფინჯანი ყავა და დაბრუნდით ქალაქში.

გავისეირნოთ სანაპიროზე

გაიარეთ გემებთან და სულ რაღაც 700მეტრში დაინახავთ იმას რაც დიდი ხანია ნანახი გაქვთ ტელევიზორში და სარეკლობა ბროშურებზე: ძველი შუქურა, ბათუმის ეშმაკის ბორბალი, ჭაჭის და ქართული ანბანის კოშკი, ნინო და ალის ქანდაკება.

  • ძველი შუქურა-ის ძველი დროიდან გამვლელ გემებს ემსახურებოდა როგორც  გამაფრთხილებელი სიგნალი, დღეს ის ისტორიული ძეგლია.
  • ბათუმის ეშმაკის ბორბალი-მისი გარდამავალი ფერები შესამჩნევია ქალაქში შესვლისთანავე, თუ თქვენ მოფრინავთ თვითმფრინავით აუცილებლად შეამჩნევდით მას ილუმინატორიდან.
  • ჭაჭის კოშკი-საშუალო ზომის კოშკი, რომელიც თითოეულ მსურველს აწვდის თითო ჭიქა ჭაჭას.
  • ქართული ანბანის კოშკი- აქ არის რესტორანი და  დიდი ვერანდა. კოშკი ირეკლავს მწვანე ფერს დღე-ღამის  ბნელ დროს.
  • ნინო და ალის ქანდაკება-თანამედროვე ხელოვნება, რომელიც შეიცავს ქალისა და კაცის საწყისს და ერწყმის ერთმანეთს. ორი ფიგურა ნინოს და ალის შედიან ერთმანეთში და ქმნიან ერთ მთლიანობას, შესანიშნავი სანახაობაა.

მოედანი ფანტანებით

აი როგორც იქნა მივედით სულ რაღაც 500 მეტრის შემდეგ ფანტანების მოედანთან, ქორწინების სასახლესთან, რომელიც გვაგონებს თეთრი დელფინის კუდს ან თოლიის აწეულ ფრთას. სწორედ ამ ადგილიდან იწყება ბათუმის ბულვარი. აქ თქვენ დაინახავთ თეატრს, ბათუმის კოლონადას, ბამბუკის ტყეს, ფრინველების პატარა თავშესაფარს და  სხვა.

შემდეგ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით:

  • მომღერალ ფანტანებზე ლაზერული შოუთი.
  • თანამედროვე შენობებზე რომელიც უნდა ნახოთ.
  • ბათუმის სანაპიროს გაგრძელებაზე და მის დასასრულზე.

სანაპირო ეს არის საველოსიპედო გზაც, განიერი ადგილი საღამოს გასეირნებისთვის, კაფეები და რესტორნები, ატრაქციონები და უბრალოდ ხალხმრავლობა.

თუ თქვენ დაიღალეთ და გინდათ ბათუმის დათვალიერება მანქანის სალონიდან ან უბრალოდ სწრაფად დაათვალიეროთ რამოდენიმე ღირსშესანიშნაობა, შეუკვეთეთ მანქანა  ჩვენთან, ჩვენ უმაღლეს დონეზე მოგემსახურებით.

periodicals photo
საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
ვრცლად
periodicals photo
საგზაო ჯარიმები საქართველოში
ზომა, სახეობა, ონლაინ შემოწმება, როგორც გადავიხადოთ ჯარიმა, სიტყვები: ჯარიმა, საგზაო, პოლიცია, პატრული, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედი,
ვრცლად