WhatsApp   Viber
(+995) 514-577-555
(+995) 514-896-896
ზარები 08-დან 22-მდე

საგზაო ჯარიმები საქართველოში

თუ თქვენ მართავთ მანქანას საქართველოში, მიუხედავათ იმისა თქვენი მანქანა არის, ან თქვენ ჩამოსული ხართ მასზე და ის უცხოურ რეგისტრაციაზე იმყოფება, ან იქირავეთ მანქანა აქაური კომპანიისგან, ინფორმაცია საგზაო ჯარიმების შესახებ სასარგებლო იქნება თქვენთვის.

კანონი ყველასათვის თანაბარია

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა დეპუტატის შვილი, უცხოელი თუ ადგილობრივი მკვიდრი, თქვენს მიმართ დამოკიდებულება იგივე იქნება. ჩამოხვედით საქართველოში, დაემორჩილეთ კანონი. ტურისტების მიმართ არის ინდულგენცია, მაგრამ ის მთავრდება იქ, სადაც იწყება დარღვევები. განსაკუთრებით თუ დარღვევები სერიოზულია.

სიჩქარის გადაჭარბება

ყველა გზას აქვს სიჩქარის შეზღუდვის ნიშნები, მაშინაც კი, თუ ეს არის ქალაქის ხაზი და სიჩქარე რეგულირდება სტანდარტული წესით, არა უმეტეს 60 კმ / სთ, მაშინ აქ 99% -ში იქნება სიჩქარის ლიმიტის ნიშანი 60 კმ / ს თ. ქალაქებში ასევე არის ცალკეული გზები, გაზრდილი სიჩქარის რეჟიმით, 80 კმ / სთ-მდე.

სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებენ კამერები, ისინი ავტომატურად უგზავნიან ჯარიმას (შეტყობინებას) მანქანის მფლობელს და თუ მანქანა უცხოურ რეგისტრაციაზეა, საზღვარზე მოულოდნელობა გელოდებათ.

ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს მის თანდათანობით ზრდას, თავდაპირველად იგი გაორმაგდება, შემდეგ სამჯერ და ა.შ.

დასაშვებია სიჩქარეს გადაჭარბება, რისთვისაც არ არსებობს სასჯელი +10 კმ/სთ, ნიშანზე მითითებულ სიჩქარიდან ან საგზაო წესების მიხედვით.

ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე

  • დადგენილი ლიმიტიდან სიჩქარეს გადაჭარბება 20-50 კმ / სთ - 50 ლარი
  • დადგენილი ლიმიტიდან სიჩქარეს გადაჭარბება 50 კმ / სთ მეტი - 200 ლარი
საგზაო ჯარიმები საქართველოში 1

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა

მძღოლისა და წინა მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ასევე ისჯება ჯარიმით. ჯარიმის საფასური - 40 ლარი.

უკანა მგზავრებისთვის უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, ასევე როგორც ბავშვის სავარძლისა და ბუსტერის არ არის სავალდებულო.

საგზაო ჯარიმები საქართველოში 2

საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობა

თუ თქვენ გინდათ გამოიყენოთ ტელეფონი მანქანის გადაადგილებისას, აუცილებელია გამოიყენოთ Bluetooth ან სხვა რაიმე კომუნიკაციის საშუალება. აკრძალულია ტელეფონის გამოყენება ავტომობილით გადაადგილებისას , ანუ მისი ხელში ჭერა და ყურთან მიტანა.

პოლიცია დააფიქსირებს არა მარტო დარღვევას არამედ შეამოწმებს ბოლო შემომავალ და გამავალ ზარს

ყველა დავა და შელაპარაკება სრულდება პოლიციის სასარგებლოდ

ჯარიმის ოდენობა - 50 ლარი

საგზაო ჯარიმები საქართველოში 3

ნაგვის გადაყრა ავტომობილიდან

თუ მძღოლი ან რომელიმე მგზავრი გადააგდებს ნაგავს ფანჯრიდან მიმავალ ან გაჩერებულ მდგომარეობაში მას დაეკისრება ჯარიმა

ჯარიმის ოდენობა - 120 ლარი

საგზაო ჯარიმები საქართველოში 4

სდექ ხაზი

თუ თქვენ მიეჩვიეთ სდექ ხაზის გადაკვეთას აქ მას აკონტროლებელ კამერები თუ გასცდებით სდექ ხაზს ესეიგი თვენ გაიარეთ შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე, მაგ დროს ხდება ფოტოფიკსაცია და ჯარიმა

ჯარიმის ოდენობა - 20 ლარი

საგზაო ჯარიმები საქართველოში 5

დამნაშავე ავტოსაგზაო შემთხვევისას

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგივიდათ ავტო საგზაზო შემთხვევა, თქვენ დაგეკისრებათ ჯარიმა

ჯარიმის ოდენობა 250 ლარი

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილით გადაადგილება

საქართველოში დაშვებულია პრომილის ძაან მინიმალური ერთეული მანქანით გადაადგილებისას და არ ღირს მაგით სარგებლობა. აღ შეიძლება მანქანით გადაადგილების დროს დალევა, არ მიაქციოთ ყურადღება ფორუმებს და ხალხის დარწმუნებებს რომ საჭესთან დალევა შეიძლება, მიუხედავათ იმისა სტუმარი ხართ თუ ადგილობრივი მაინც დაჯარიმდებით.

ჯარიმის ოდენობა 750 ლარი და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 6 თვით

საგზაო ჯარიმები საქართველოში 6

სხვა სახის დარღვევები

  • უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 200 ლარი
  • STOP ნიშანის დაუმორჩილებლობა -50 ლარი
  • ქვეითათ მოსიარულე ადამიანის იგნორირება - 10 ლარი
  • ჭკვიანი კამერები გზებზე

    საქართველოში გზებზე აყენია ეგრედ წოდებული ჭკვიანი კამერები, სწორედ ისენი ახდენენ ყველა სახის დარღვევის ფიკსაზიას, როგორ მუშაობენ ჭკვიანი კამერები

    1. ისინი აფიქსირებენ გზაჯვარედინზე STOP ნიშნის დაუმორჩილებლობას. შეუკვრელ ღვედს და ტელეფონზე საუბარს
    2. სიჩქარის გადაჭარბებას. სიჩქარის გადაჭარბება ფიქსირდება ორი მეთოდიკითა
      • კამერსათან გავლისას ის აფიქსირებს სიჩქარეს თუ გადაჭარბებაა - ჯარიმდებით
      • პირველ კამერასთან გავლით კამერა იმახსოვრებს თქვენ სიჩქარეს და მეორე კამერასთან გავლის შემდეგ მას გამოყავს საშუალო სიჩქარე რომლითა თქვენ მოძრაობდით პირველიდან მეორე კამერამდე, თუ საშუალო სიჩქარე მეტია დაშვებულზე ჯარიმა გარანტირებულია.
    საგზაო ჯარიმები საქართველოში 7

    პარკირების ჯარიმები და ევაკუაცია

    ისინიც არის, მაგრამ ისინი მიეკუთვნებიან პარკირების ინპექტორების კომპეტენციას და არა პოლიციის. სწორედ ამიტომ ჩვენ არ შევეხებით პარკირების ჯარიმების ამ პოსტში

    სასარგებლო სტატიები ამ თემაზე:

    1. სად შევამოწმოთ ჯარიმები
    2. პარკირების ჯარიმები
    3. პოლიციასთან საპარაკის თავისებურებები
    periodicals photo
    საცხოვრებელი და მანქანის გაქირავება საქართველოში უფასოდ
    თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ დასვენებაზე? როგორ ფიქრობთ მთებში დასვენების შესახებ? ეს ძვირია! არა. ეს უფასოა!
    ვრცლად
    periodicals photo
    მანქანის დაქირავება თბილისის აეროპორტში: როგორ ავირჩიოთ საუკეთესო კომპანია და დაზოგოთ ფული
    თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი (TBS) არის საქართველოს მთავარი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.
    ვრცლად